სამართალი
საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ზუგდიდში ავტომანქანიდან აკუმულატორი და მანქანის მეპატრონის ქურთუკი მოიპარეს.
შემთხვევა ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე მოხდა.
ავტომობილი ევროკავშირის მისიის თანამშრომელს ეკუთვნის.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.