საზოგადოება
უფასო კარდიოლოგიური კვლევები ახმეტელი ვეტერანებისთვის

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 9 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები მემორანდუმის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ჩაატარებენ.

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

მისამართი: ახმეტის კულტურის სახლი.

შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით პერმანენტულად ტარდება.