სამართალი
თბილისში ბუდაპეშტის ქუჩა სარემონტო სამუშაოების გამო 2 თვით დაიკეტა

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. თბილისში ბუდაპეშტის ქუჩაზე 4 მარტიდან ორი თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიზღუდა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება . კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე. ლისის ტბის მიმართულებით კი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე . ჩიქოვანის ქუჩის გავლით, საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ", – ნათქვამია განცხადებაში.

ლისის ტბიდან ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის ნებადართული.