სამართალი
როდესაც მამუკა ხაზარაძე პროცესუალურად დაადასტურებს საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიასაგან მუქარის შესახებ ბრალდებას, გენერალური პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. საქართველოს გენერალური პროკურატურა მუქარის წერილზე განცხადებასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს გამოჰკითხავს.

მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება ამავე საქმის ფარგლებში და, როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – განუცხადეს პირველ არხს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო ლაპარაკი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის შეკითხვის პასუხად ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.