ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ბათუმიდან დუბლინში უეცარი გაფრენით ქართული ხელისუფლება გააოცა. როგორც “РБК” იუწყება, რაისი, რომელიც ბათუმში საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, საქართველო ჩამოსვლისთანავე დატოვა, ისე, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეხვედრია.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “РБК”-ს წყარო აცხადებს, ბათუმიდან რაისი თბილისში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უნდა ჩამოსულიყო. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ყოფილ თავდაცვის მდივანს, ვილიამ პერის გამოემშვიდობა და ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე დუბლინში გაფრინდა. კონდოლიზა რაისის ქმედებამ საქართველოს ხელისუფლება გაოცებული და უკმაყოფილო დატოვა. მანამდე აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ, მიუხედავად კონდოლიზა რაისის ვიზიტის კერძო ხასიათისა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. “РБК” ვარაუდობს, რომ კონდოლიზა რაისის ქმედება მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებმა გამოიწვია, რომელმაც ქართველი მებაჟეების კრიტიკისას რასისტული გამონათქვამი გააჟღერა და შავკანიანებსა და ველურებს შორის პარალელი გაავლო.