პოლიტიკა
საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. „საქართველოს რვა მოქალაქე, რომლებიც 2008 წლის შემდეგ რუსეთში გაასამართლეს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო, ამ წლებში რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის მოლაპარაკებათა ფორმატის მუშაობის შედეგად ქართულ მხარეს გადმოეცა“, - გადმოსცემს გაზეთ „ვზგლიადის“ კორესპონდენტი თბილისში.
„ეს ადამიანების კონკრეტული დახმარებაა. ისინი ვადაზე ადრე გამოუშვეს, და საკუთარ ოჯახებში დაბრუნდნენ“, - განუცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედს“. მსჯავრდებულები 10-დან 14 წლამდე ვადით პატიმრობას იხდიდნენ.