საზოგადოება
ენერგეტიკა ის დარგია, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას ერთიან საქართველოსთან - ნათია თურნავა

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ერთჯერადად, მოკლევადიანი კონტრაქტის ფარგლებში ხდება. ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხელშეკრულება გაფორმებულია 45 მილიონ კილოვატ/საათზე და მისი ღირებულება 315 ათასი აშშ დოლარია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა. მსგავსი პრაქტიკა იყო წინა წლებშიც, რადგანენგურჰესიჩვენი ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა, მისი ნაწილი მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად, ხოლო ნაწილიარაკონტროლირებად ტერიტორიაზე. 25 წელია, ჩვენ გვიწევს ამ ელექტროენერგიის გაზიარება აფხაზეთთან, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოსთან. არსებობს პერიოდები, როცაენგურჰესისწყლის რესურსი არ არის საკმარისი, რათა დააბალანსოს აფხაზეთის მზარდი მოხმარება. ასეთ დროს ვიყენებთ მექანიზმს, რომ პირდაპირ ხდება შესყიდვაინტერ რაოსგან, რათა დაბალანსდეს აფხაზეთის ენერგომოხმარების დეფიციტი. გაფორმებული კონტრაქტი საჯაროა. ეს არ ხდება პირველად და მიღებული პრაქტიკაა. ენერგეტიკა არის დარგი, რომელიც ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან გვაახლოებს. როდესაც ენგურის რესურსი არ არის საკმარისი, გვაქვს ორი გამოსავალიერთი, არ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც აფხაზეთი გაითიშება და ჩაბნელდება, ეს პირველ რიგში, იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს აფხაზ და ქართველ თანამემამულეებს დაარტყამს, ან ვიყენებთ მეორე გამოსავალს, რაც წლების პრაქტიკაა, რომ დავაბალანსოთ და ჩვენ თვითონ მივაწოდოთ აფხაზეთს ელექტროენერგია“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სხვა შემთხვევაში ოკუპირებული აფხაზეთი იძულებული იქნება, ენერგომომარაგების გზები დამოუკიდებლად მოძებნოს.

ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ, ერთიან საქართველოსთან და გაუაზრებელი რიტორიკით არ უნდა დავარღვიოთ ეს ბალანსი“, – დასძინა ნათია თურნავამ.

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 27 თებერვალს დაიწყო. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა (ესკო) რუსულ ინტერ რაოსთან გააფორმა.