სამართალი
საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუა გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს (ვიდეო იხ. აქ).
რუსმა ოკუპანტებმა გულადი ხუბუა 2 მარტს დააკავეს. დაკავებული, სავარაუდოდ, გალის იზოლატორში იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია.