საზოგადოება
საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მომავალ კვირას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ.
კომიტეტის სხდომა 4 მარტს არის დაგეგმილი. პირველი არხის ინფორმაციით, ის დახურულ ფორმატში წარიმართება.
სხდომაზე საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, არაღიარების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, SGS-სა და აბაშიძე-კარასინის ფორმატს.
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით სხდომაზე მოწვეულია ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.