უცხოეთი
დონალდ ტრამპი - შეთანხმება ვერ შედგა, რადგან კიმ ჩენ ინს სანქციების სრულად მოხსნა სურდა

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ჩრდილო კორეასთან შეთანხმება ვერ შედგა, რადგან კიმ ჩენ ინს სანქციების სრულად მოხსნა სურდა – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ვიეტნამში, აშშ-ჩრდილო კორეის ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ჩრდილო კორეაზე დაწესებული სანქციების მოხსნა აშშ-ს არ შეუძლია. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ჩრდილო კორეის ლიდერი დაპირდა, რომ ბირთვული რაკეტების გამოცდა არ მოხდება.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ორდღიანი სამიტის ფარგლებში, 2018 წლის სამიტზე უფრო დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება ხელმოსაწერად მზად იყო, თუმცა უარი ორივე მხარემ თქვა და ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ტრამპის შეფასებით, ჩრდილო კორეასთან სამიტი პროდუქტიული იყო და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მეგობრული განწყობით დასრულდა.

1tv.ge