სამართალი
პარლამენტში პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ წინადადება განიხილეს

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ ლეონიდ ჩერნოვეცკის საკანონმდებლო წინადადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

ლეონიდ ჩერნოვეცკი მიიჩნევს, რომ პედოფილის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იყოს ქიმიური კასტრაცია.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, დამნაშავის ორგანიზმში ხდება სპეციალური პრეპარატის შეყვანა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მის სქესობრივ უნარზე - ითრგუნება მამაკაცის ჰორმონები, რასაც მივყავართ დამნაშავის სქესობრივი სურვილის სრულ ჩახშობამდე.

რეალურად, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ მანკიერ სენს და ამისთვის ყველაფერი კეთდება. შსს შემოდის წინადადებით, რომლითაც გამკაცრდება სასჯელი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაზე. უნდა იყოს მკაცრი მიდგომა, მაგრამ ადეკვატური, რაც, ცხადია, სისასტიკეში არ უნდა გადაიზარდოს”, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი.

ამავდროულად, შსს არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის თანახმად, არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში უვადო თავისუფლების შეზღუდვაც იქნება გათვალისწინებული.