სამართალი
IPN: „2017-2019 წლებში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 327 მოქალაქე დააკავეს“

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. 2017-2019 წლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 327 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია interpressnews.ge-მ გაავრცელა.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ცხინვალში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სულ 242 ადამიანი დააკავეს. აქედან 16 - 2019 წელს. აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ჯამში 85 ადამიანი დააკავეს, აქედან 4 - 2019 წელს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ე.წ. საზღვრის კვეთის უკანონო ბრალდებით უკანონოდ დაკავებულთა უმრავლესობა გათავისუფლებისთვის ე.წ. ჯარიმებს იხდის.