საზოგადოება
საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საპენსიო დანაზოგების ნახევარი, დაახლოებით 30 მილიონი ლარი, ეროვნული ბანკის ანგარიშებზე განთავსდა. საპენსიო სააგენტოს უფროსის ლევან სურგულაძის განცხადებით, ამ თანხებს წლიური სარგებელი 6,75 პროცენტი ერიცხება.
რაც შეეხება დანაზოგების მეორე ნახევარს, რომელიც საბანკო დეპოზიტებზეა განთავსებული, მათი საპროცენტო სარგებელი ბანკების მიხედვით განსხვავდება და 5-დან 8,5 პროცენტამდეა.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე საპენსიო დანაზოგების მართვა შეზღუდულია, რის გამოც მათი განთავსება დეპოზიტებზე გადაწყდა. ამასთან, საბჭოს შესარჩევი კომისია უკვე დაკომპლექტდა და წევრები უახლოეს პერიოდში უნდა შეირჩნენ.