საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევაა სიღარიბე და არა - რუსეთი

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. სარეიტინგო კომპანია ფიტჩის რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ზოგადად, ინვესტორების ნდობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საზოგადოებას „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება მიულოცა და განმარტა, როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე აღნიშნული წინსვლა.

ყველას გილოცავთ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოფიტჩმასაქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიცფიტჩისრეიტინგში დაწინაურდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში უკვე ნაკლები რისკები გვაქვს, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდეც უფრო გაიაფდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, ქვეყნის პოზიციის გაუმჯობესება რეიტინგში ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომ საქართველოს მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს.

რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენ მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ზოგადად, ინვესტორების ნდობას. ის აისახება პოზიტიურად ქვეყნის ბიზნესგარემოზე და რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევისსიღარიბის დაძლევაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეიტინგო კომპანიაფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგიბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდეგაზარდა.