პოლიტიკა
ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტი მიიღო - სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თავისი ევროპული ტურნეს შედეგებზე უამბო

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო.

დღეს შევხვდი მის უწმინდესობას. ვისაუბრეთ ჩვენს ვიზიტებზე უცხოეთში. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაღალი ნდობა აქვთ საქართველოს მიმართ, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ასევე, ვისაუბრეთ დიასპორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან შეხვედრებზე, ქართველოლოგიის მიმართულების გაძლიერებასა და განვითარებაზე.

კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა, რაც ჩემს საქმიანობაში მეტ ძალას მმატებს“, - წერს თავის ფეისბუქგვერდზე სალომე ზურაბიშვილი.