უცხოეთი
„გარდიანი“ - ბრექსიტი შესაძლოა, ორი წლით გადაიდოს

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, თუ შესაბამისი თხოვნით ლონდონი ბრიუსელს მიმართავს, ევროკავშირი მზადაა, ბრექსიტი 2021 წლამდე გადადოს,

დღევანდელი მდგომარეობით, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტამდე უნდა დატოვოს, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს 21 თვიანი ე.წ. გარდამავალი პერიოდი.

როგორც „გარდიანი“ წერს, „ბრექსიტის 2021 წლამდე გადადების მომხრეები არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და გენერალური მდივანი მარტინ ზელმაირი .

მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ბრექსიტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 12 მარტამდე მიიღებს. 23 თებერვალს ბრიტანელი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ თუ ტერეზა მეის მიერ პარლამენტში წარდგენილი ბრექსიტის გეგმა მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ ბრექსიტი უნდა გადაიდოს.

1tv.ge