საზოგადოება
საქართველო: საპარლამენტო უმრავლესობის მართული დაშლა გრძელდება - „ქართულ ოცნებას“ სოციალ-დემოკრატები ტოვებენ ფრაქციის თავმჯდომარის გიორგი ჟორჟოლიანის მეთაურობით - საქინფორმის პროგნოზი

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. დეპუტატი, ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის დატოვებას ფრაქციის სხვა წევრებიც გეგმავენ.

ისედაც ვფიქრობდით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას, მაგრამ ეს პროცესი, შესაძლოა, უფრო დაჩქარდეს და უფრო ადრე დავტოვოთ უმრავლესობა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანივილთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და სოციალ-დემოკრატების ლიდერს შორის შედგა. როგორც გია ჟორჟოლიანი ამბობს, „სოციალ-დემოკრატების“ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობს დატოვების შესახებ ბიძინა ივანიშვილისთვის ახალი არ ყოფილა და ამ თემებზე მანამდეც საუბრობდნენ.

ბიძინა ივანიშვილს დღეს არ გაუგია ეს ამბავი, უკვე დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვსაბრობთ. მივწერეთ მთავრობასაც, ბიძინა ივანიშვილთანაც არაერთხელ მქონია ამაზე საუბარი. მე გავაცანი და მან გაიგო ჩვენი პოზიცია. არც მე ვარ ბავშვი და არც ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

როგორც დეპუტატი ამბობს, მათი პოზიცია სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც „სოციალ-დემოკრატებს“ რამდენიმე ინიცატივა ჰქონდათ, თუმცა არცერთი არ იქნა გაზიარებული. ჟორჟოლიანის თქმით, უახლოეს ხანებში ისინი პარლამენტს კიდევ რამდენიმე ინიციატივით მიმართავენ, თუმცა ნაკლებად აქვს მხარდაჭერის მოლოდინი, რაც უმრავლესობიდან „სოციალ-დემოკრატების“ გასვლას დააჩქარებს.

დიდი მოლოდნი, რომ ეს საკითხები მხარდაჭერას მოიპოვებს, არ მაქვს. სავარაუდოდ, მივალთ იქამდე, რომ ჩვენს რესურსს ამოვწურავთ უმრავლესობაში და დამოუკიდებელ მოქმედებას დავიწყებთ“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობიდან „სოციალ-დემოკრატების“ გასვლა მხოლოდ ფუნდამენტურ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება და არა კონკრეტული პერსონებით უკმაყოფილებას.

ჩვენი დამოკიდებულებები არ არის პერსონალური, რომ ეს კაცი მომწონს, ეს არ მომწონს, ამის გამონათქვამი, იმის გამონათქვამი და .. ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ საკითხებზე. ის, რაც გითხარით, არის ფუნდამენტური ცვლილება ჩვენს პოლიტიკაში, ამან ადამიანების ცხოვრება უნდა შეცვალოს. ეს არის სერიოზული საკითხები. მთელ მსოფლიოში აღნიშნული საკითხები დგას და ჩვენთან არავის აინტერესებს, გარდა ერთმანეთთან კინკლაობის პრობლემატიკისა. ეს რომ დავასრულოთ, მარტო ამიტომ გავდივართ უმრავლესობიდან, რათა ეს საკითხები გავხადოთ მთავარი“, – დასძინა გია ჟორჟოლიანმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა, ამ გადაწყვეტილებას დეპუტატი საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირებს.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა, რომელიც გასულ კვირას დაიწყო მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ, სპონტანური ხასიათის სულაც არ არის. პროცესი, უდავოდ,ქართული ოცნებისთავმჯდომარის და დამფუძნებლის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კონტროლის ქვეშაა. როგორც ცოტა ხნის წინანდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, ამიერიდან უკვე შეუძლებელია საპარლამენტო უმრავლესობის ჩარჩოებში ეკლექტიკური პოლიტიკური ძალების თანაარსებობა, რომლებიც მან 2012 წელს გააერთიანა პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტიისერთიანი ნაციონალური მოძრაობისდასამხობად. თანაც კონსტიტუციური უმრავლესობის შენარჩუნებას განსაკუთრებული აზრი აღარც აქვს - „ქართული ოცნებისწინაშე მდგარი ყველა ამოცანა - აუცილებელი კანონპროექტების და განახლებული კონსტიტუციის მიღება - უკვე შესრულებულია, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის აუცილებელია ახალი ფორმატის ჩამოყალიბება, სხვაგვარად ფიასკო გარდაუვალია.

საქინფორმი ვარაუდობს, რომ ეს ახალი ფორმატი იქნება ამჟამინდელი მმართველი პარტიის საფუძველზე შექმნილი რამდენიმე სხვადასხვა პარტია, რომლებიც არჩევნების წინ, სავარაუდოდ, ერთ თემატურ ალიანსს შექმნიან. ანდა, ივანიშვილის მიერ კოორდინირებულები, დამოუკიდებლად იმოქმედებენ დასაერთო ყულაბასყოველი მათგანი თუნდაც მცირედი, მაგრამ თავისი ელექტორატით შეავსებს.