პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის დამნაშავე რეჟიმად აღიარების შესახებ

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ვეთანხმებით შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული რეზოლუცია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემპატრიოტთა ალიანსის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას. მისი თქმით, რეზოლუციასთან დაკავშირებით მსჯელობისთვის მზად არიან.

ზოგად პათოსს და არა მარტო პათოსს, ზოგად შინაარსს ყველა ვეთანხმებით, ყველა ვართ იმ აზრზე, რომ ის რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. შესაბამისად, ეს არის ჩვენი საერთო შეფასება. თუმცა, რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, ის იყო გაუმართავი, დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერდით.

სხვათა შორის, უმრავლესობის ჯერ კიდევ წევრებმა მაშინ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, მაშინ, როდესაც ისინიც იგივე პოზიციას აფიქსირებდნენ, მანამდე ისინიც აცხადებდნენ, რომ ტექსტი იყო გაუმართავი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო მისი მხარდაჭერა. თუმცა, იმ დღეს, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც დაუჭირეს მხარი. რამდენიმე ადამიანზე მაქვს საუბარი.

ვეთანხმებით შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული შეფასება და გაფორმება. ამაზე მსჯელობისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.