საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. “ამას წინათ მწერს ულტრალიბერალური პრესის ერთ-ერთი წარმომადგენელი - ჩვენთან კი, მოგეხსენებათ ეს მეინსტრიმული მედიაა, მათია გრანტებიც და მფარველობაც ძლიერთა ამა ქვეყნისათა, შესაბამისად - ორიენტირიც ისინი არიან. მოკლედ „რატომ ხდება ისე რომ თქვენი და ტრადიციულ-კონსერვატიული ნაწილის პოზიციები სულ ემთხვევა, ბოლოს და ბოლოს სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობთ...“. პასუხის გაცემამდე ავღნიშნავ რომ მსგავს დამოკიდებულებას პირველად არ ვხვდები, მაშასადამე ტრადიციულ-კონსერვატიული პარადიგმის მიმართაც ამ წრეების მხრიდან, რაც - რა თქმა უნდა აისახა კიდეც ჩემს კარიერაზე. ასე მაგალითად, ორიოდე წლის წინ ტარდებოდა აჭარის ტელერადიომაუწყებლობის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი. 4-კაციანმა კომისიამ, რომელთაგან თითოეული 2012 წლის საპარლამენტო პარტიებს წარმოადგენდა (და მათ შორის არ იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი), წყვეტდა ქვეყნისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მაუწყრბლის ბედს, როგორიც აჭარის ტელევიზიაა. ულტრალიბერალების შეკითხვა ჩემდამი ფორმულირებული იყო შემდეგნაირად; ქვეყნის ოფიციალური და აქედან გამომდინარე სახელმწიფო ტელევიზიის დოქტრინასთან კარდინალური შეუთანხმებლობის პირობებში, რომლის ერთ-ერთ პუნქტად მაგალითად არის „ნატოს“ პოპულარიზაცია, როგორ შევძლებდი ქვეყნისათვის „საჭირო“ პოლიტიკის გატარებას?!. ამ რელიქტების შეკითხვამ ჩემში გამოიწვია ღიმილი, არსებულ ფორმატში შეუძლებელი იყო ამ ახლომხედველი არსებებისათვის პუნქტობრივად განმემარტა, რომ სულაც არ ვარ რეტროგრადი, რუსოფილი ან შავრაზმელი თუკი განსხვავებული აზრები მაქვს და ბავშვობაში წაკითხული საჭირო წიგნებისა და საღი აზრის წყალობით ვარჩევ სიმართლეს სიცრუისაგან ინტუიტიურ დონეზე და არ ვეგები პროპაგანდის ანკესზე.
თუმცაღა, მაინც ვცადე მათთან საუბარი ტრადიული ფასეულობებათა ნგრევაზე, ეთნოსთა და კულტურათა შორის საზვრების წაშლის საშიშროებაზე, თავად ევროპაში შეხედულებათა გადაფასების პროცესზე, სტერეოტიპების ნგრევაზე, რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან ტელეხიდების მეშვეობით ურთიერთობების დამყარებაზე - ამაოდ. ვთქვი ასევე, რომ მსურს გამოვიყენო ტელევიზია მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციისათვის - სფეროების, რომელიც იმდენად სავალალო მდგომარებაშია რომ ლამის ყველა მესამეს უნდა აუხსნა - დედამიწა ბრტყელი არ არისო. რომ გავაკეთებდი ყველაფერს სულიერ ფასეულობათა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, ასევე აქცენტს მსოფლიოში არსებულ შეხედულებათა მრავალფეროვნებაზე და ტრადიციული ოჯახის, ადამიანის სიცოცხლისა, აღმსარებლობის თავისუფლების მნიშვნელობის წარმოსაჩენად. გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა - უიმედო საქმეა! როგორც მოსალოდნელი იყო შეარჩიეს ძალზე შეზღუდული გოგონა არასამთავრობო სექტორიდან, ჩემნაირებისგან საპირისპირო პოლუსზე მდგომი, რომელიც დროგამოშვებით ეპატაჟურად მსჯელობდა „ნატოს“, ევროკავშირის, სოროსის და თურქეთის, სექსუალური უმცირესობების და გასართობი პროგრამების როლზე ნახირის აღზრდის საკითხებში, რომელიც მისი აზრით - მალევე ევროატლანტიკუკური ერთობის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.
მაშ ასე, დავბუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ - იმ პრესის წარმომადგენელთან რომელმაც მსგავსი სულისკვეთების შეკითხვა დამისვა. ჩემი პასუხი შემდეგნაირი იყო: „ნუთუ აუცილებლად ლგბტ-აქტივისტი, ნატოს ან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მომხრე, ან რაიმე მსგავსი უნდა ვიყო, რომ მშობლირი ქალაქის მერიაში ვიმუშავო, რომლისთვისაც არც ისე ცოტა მაქვს გაკეთებული, ისევე როგორც ჩემს წინაპრებს რომლებიც აშენებდნენ ბათუმს. მით უფრო, პრობლემები სექსუალური უმცირესობების მიმართ როგორც ასეთი არ გამაჩნია, უბრალოდ როგორც ყოველი ნორმალური ადამიანი და სამი ბიჭის მამა, წინააღმდეგი ვარ მათი ცხოვრების წესის აგრესიული პროპაგანდის. ხოლო ჩემი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ემთხვევა მღვდელმსახურთა უმრავლესობას, სინოდის და ერის ადეკვატური ნაწილის პოზიციასაც. თქვენ, თქვენი სინეკურა და სარბიელი გაქვთ, მე და ჩემს თანამოაზრეებს კი ჩვენი - დავუღეჭე მას პოზიცია ატომარულ დონეზე და დავსძინე; და კიდევ რამდენი ასეთი თქვენთვის მიუღებელი, კომბინირებული და ჰიბრიდული იდეებით ადამიანია, რომლებიც სადღაც თქვენსა და ჩვენს შორის იმყოფებიან და იღებენ სასარგებლოს თქვენსგან ან ჩვენსგან - ნუთუ თქვენ, ლაპარაკით სტიგმებთან მებრძოლნი მზად ხართ დადაღოთ ნებისმიერი, ასეთი უაპელაციო ფორმით, განა ეს თვალთმაქცობა არ არის, რომელიც ტოტალიტარულ ლიბერალიზმში გადადის?!.. ასე არ შეიძლება, და სწორედ ჩემი მიდგომაა ლიბერალიზმი კალისკური გაგებით, და არა ამ მიმართულების ის პრფანაციული ფორმები, თქვენ რომ სოროსისეული პრიზმიდან გვტენით მთელი ეს წლები. ილიას, ბენჯამენ ფრანკლინის, ჯეფერსონის, კანტის, იუმის და ადამ სმიტის ლიბერალიზმის მშვენიერება და ძალა სწორედ რომ მარადიული იდეების მრავალფეროვნებაშია, რომლებიც ეფუძნება არჩევანის თავისუფლებას, ეთიკას და ზნეობას და არა ეს თქვენი სოროსისეულ გაუკუღმართებულ ცხოვრების სტილი და იდეოლოგია. საითკენ მიმყავს და, ნუ აღიქვამთ სამყაროს შავ-თეთრ ფერებში, ის გაცილებით ღრმა, მრავალწახნაგოვანი და ის რომ დღეს საქართველოში სოროსის აქტივისტობა პროევროპელობის სინონიმია, გაუგებრობაა, გარედან თავსმოხვეული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის ერთგვარი ჩიხური განშტოებაა. და ეს იმას არ ნიშნავს რომ ხვალ ისინი ანტონიმები არ გახდებიან, ტენდენციაც კი სახეზეა თუ ერკვევით საერთაშრისო ურთიერთობების ანაბანაში, ზეგ კი საერთოდ სრულიად განსხვავებული რამ შეიძლება წარმოიშვას, რაც სხვა კუთხიდან დაგანახებთ დღევანდელ პოზიციასაც და კიდეც საგონებელში ჩაგაგდებთ.
აი აქ, გადავედით უშუალოდ უკრაინის თემაზე, ზუსტად ისევე როგორც ახლო წარსულში ადამიანები ჯგუფთებოდნენ ტრამპის, სოროსის, სირია, ერაყი-ლიბიის გარშემო სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით, რის შედეგადაც ისინი მყისვე ხვდებოდნენ „პუტინისტების“ ან „მედასავლეთეების“ ბანაკში, დღეს ასევე ამ თემის ირგვლივ ჯგუფთებიან. თუკი შენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის, ბანდერასა და პოროშენკოს მომხრე ხარ „მედასავლეთე“ გამოდიხარ - ე.წ. „პრადვინუტების“ წრის წევრი. თუ წინააღმდეგი, ე.წ. „ვატნიკი“ რუსეთუმე ხარ. ხალხი, რომლებსაც არც კი სმენიათ ბრესტის უნიის, პერესლავის რადის, გალიციის, მალოროსიის, ფერარა-ფლორენციის კრებაზე, ვოლინის ჟლეტაზე, მაზეპასა და ხმელნიცკის შესახებ, ვერ ანსხვავებენ „ზაპადენცებსა“ და „მალოროსებს“, პირზე დუჟმომდგარი ბრალს სდებს მეორე, უფრო წიგნიერ ნაწილს რუსოფილობაში და პროტესტის აქციებს ატარებენ პატრიარქის რეზიდენციასთან, სექსუალურ და რელიგირ უმცირესობებთან ერთად ფლეშ-მობებს აწყობენ „ტომოსის“ დაუყოვნებლივი ცნობის მოთხოვნით.
ფართოდაა ცნობილი დანინგ-კრიუგერის ეფექტი - ადამიანები რომლებსაც კვალიფიკაციის დაბალი დონე და ფრაგმენტალური ცოდნა აქვთ, ვერ აცნობირებენ თავიანთ შეცდომებს და იქცევიან ისე, თითქოს ჭეშმარიების ბოლო ინსტანციას წარმოადგენენ. იეზუიტური ხერხებით გამოყვანილი ჭეშმარიტების - პატარა მანიქეველური მოდელის, რომლის ერთ პოლუსზე „პროგრესული კაცობრიობაა“ აშშ-ს თაოსნობით, ხოლო მეორეზე „ბოროტების ღერძი“ რუსეთის ყოჩობით. სადაც დანარჩენი, ამ კონფიგურაციიდან გამომდინარეობს - სადაც ლგბტს პროპაგანდა, ოჯახური და ქრისტიანული ფასეულობების დევალვაცია, არაბული სამყაროს ხალიჩისებური დაბომბვები, აბუ-გრეიბი, გუანტანამო, ჯამალ ხაშოგის მჟავით განადგურება და ა.შ., - „კარგია“ რაგდან აშშ-ს ან მისი სტრატეგიული პარტნიორების მიერაა სანქცირებული.
ასეა მოწყობილი ადამიანი, მას არ შეუძლია, მოდური, უბრალო, მწყობრი და სამყაროში მისი ადგილის ამხსნელი მოდელის გარეშე. პირველწყაოები და სერიოზული ლიტერატურა ობივატელისთვის მიუწვდომელი და უინტერესოა, ისინი კი ვინც მასას „პაპსას“ სთავაზობს და ვის ხელშიცაა მზა მოდელები ავტოკეფალიის მომხრეები არიან. ასე გამოვიდა იმიტომ რომ, ამ კატეგორიის ხელშია მედიარესურსები და კომიქსის დონის გზავნილები რომელიც გასაგებია და ახლო უკრაინის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის რომელმაც მაიდანის მეშვეობით რამდენიმე წლის წინ ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. ეს კატეგორია, უკრაინაში „ზაპადენცები“ და ჩვენთან საზოგადოების „ვესტერნიზირებული“ ნაწილი, რომელიც ცხოვრობს მითით „ციცფერთვალებათა მუქთვალიანებზე“ უპირატესობის შესახებ, სინამდვილეში ღრმად უცხოა ჩვენი ქვეყნების მაცხოვრებელთა უმრავლესობისათვის. სამაგიეროდ, ასეთები ბლომადაა ხელისუფლებაში და შესაბამისად ტელევიზიებში და არასამთავრობო სექტორში, ამიტომაც „ჰაიპიც“ მათგან მეტია. შესაბამისად ილუზიაც, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ ხალხის ხმას უფრო მძლავრია, სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ პრობლემების გამტარნი არიან, რომლებსაც ერთი წყარო აქვთ - ოკენასგაღმა სახელმწიფოში. აი მაგალითისთვის ნაშანდობლივი ციტატა ბბს-ის სტატიიდან: საქართველო: მართლმადიდებლობა სკოლებში ემუქრება ევროპულ გზას“, უკეთ რომ გაიგოთ თუ რა საერთო გამოწვევების და მტრების წინაშე დგას მართლმადიდებლური სამყარო - „ყოველკვირეულ ქადაგებებში ასეულობით მღვდელი უხსნის მრევლს ერთი და იგივეს: საქართველოს დასავლური მისწრაფებები შეუთავსებელია ძველ მართლმადიდებლურ რწმენასთან და ახალგაზრდობამ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი...“ მოკლედ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ამ იდეების და მიდგომების პროვაიდერებს მოვიცილებთ რომლებიც საერთოა უკრაინისთვის და ჩვენთვის, შევძლებთ ამ პრობლემის გადაწყვეტას, დანარჩენი კი ავტომატურად მოგვარდება.
ვსხნი დეტალურად - აშშ, 1968 წ. სკოლა ქ. რაისვილში. დაწყებითი კლასების მასწავლებელი ელიოტი, სთხოვს მოწაფეებს აღწერონ შავკანიანები და ინდიელები. „ხისთავიანები“, „ნიგერები“, „ჩამორჩენილები“ - აყრიან პასუხად რასისტულ გამონათქვამებს მოწაფეები. რის შემდეგადაც ის აუწყებს მათ რომ ცისფერთვალებიანები უკეთესები, ჭკვიანები და უფრო პატიოსნები არიან ვიდრე მუქთვალებიანები. რამოდენიმე საათში კლასი იქცევა იმ დროს არსებული საზოგადოების მინიატურულ მოდელად - სადაც მეფობს აგრესია და შეუწყნარებლობა. განაზოგადედ, მოახდინედ ამ ექსპერიმენტის ექსტრაპოლირება და თქვენ მიიღებთ იმის თვალსაჩინო მოდელს თუ რა ხდება უკრაინაში და როგორ უნდა ებრძოლო ამ ყველფერს. დღეს, ისევე როგორც წარსულში იყვნენ განმანათლებლები, მონასტრები და წიგნები - ცნობიერების მაფორმირებელი მთავარი ძალა არის ტელევიზია და ისინი ვინაც აკონტროელბენ ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოებას“ რომლებიც იდეათა გენერირებას ახდენენ.
მაგალითად, შუა საუკუნეებში ვიზუალური კომუნიკაცია ხალხისთვის წერილობითზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, სვეტიცხოველი თავისი კულტურული მნიშვნელობით სულაც არ ჩამოუვარდებოდა სამყაროს წერილობით სურათ-ხატს, ბიბლიას. ტაძარი თავისი დროის ტელევიზორი იყო. განსხვავება ისაა, რომ, შუა საუკუნეების ტელეპროგრამების მთავარ რედაქტორს კარგი წიგნები უყვარდა, მდიდარი ფანტაზია ჰქონდა და საზოგადოებისთვის ირჯებოდა. ანუ ყოველივე ის გააჩნდა, რის ნაკლებობას და საპირისპირო თვისებების სიჭარბეს განიცდის ტელევიზია. ასეა უკრაინაში, ნაწილობრივ საქრთველოში, პრინციპში როგორც ყველგან - მაგრამ უკრაინაში ამან მიიღო უკიდურესი ფორმები, ჩვენთან კი გროტესკის, რადგანაც მათ იქ დახვდათ ძალზედ ნოყიერი ნიადაგი. ვინაიდან არსით, ის სინთეზური ცივილიზაციაა. დიდწილად ხომ, უკრაინული კულტურა არ ეკუთვნის არც პოლონურს (მაშასადამე ევროპულს) და არც რუსულ (ევრაზიულ) ცივილიზაციას, არამედ შედგება ორი თანაბარი ნაწილისგან და დროდადრო იმარჯვებს ის რომელიც დროის ამა თუ იმ მოცემულ მომეტში უფრო მიმზიდველია იმიჯის და ბონუსების მხვრივ, ის ნაწილი რომელსაც აჭმევენ, ის სეგმენტი რომელსაც მედია გმირებად და ორიენტირად წარმოაჩენს.
დასაბამიდან ასე დამკვიდრდა - ადამიანი სურათ-ხატებით ფიქრობს, მერე კი სურათ-ხატები შტაპებათ იქცევა, შემდგმოვ შტამპები ისტორიის სახელმძღვანელოებში გადაინაცვლებენ და ჭეშმარიტებათ იქცევიან. რის შედეგადაც გონებაზე მბრძანებლობს ის ვინც უფრო გასაგებათ და მასობრივად ბეჭდავს სურათ-ხატებს. ამასობაში კი, პოროშენკომ ლამის დაივიწყა „მართლმადიდებლობის ლეღვის ფოთოლი“ და ღიად მოუწოდებს მორწმუნეებს „გააკეთონ არჩევანი რუსეთსა და უკრაინას შორის“. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ის ამბობს „უკრაინა“ უნდა ვიგულისმოთ ლვოვის, ტერნოპოლის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქები რომლებიც ძველ რუსულ ერთობას მე-13 საუკუნეში გამოეყვნენ და მხოლოდ ძალადობრივად იქნენ შემოერთებულნი 1939 წ, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად. თანამდროვე უკრაინა კი, ფაქტიურად სტალინის ნებით გაერთიანებულნი ორი ანდა სამი ქვეყანაა, სადაც ძლიერია რუსული, პოლონური და გერმანული ნარატივები.
საქმეში მცირედ ჩახედულნიც კი უკვე ხედავენ რომ ახალი მეხსიერების კონსტრუირება უკრაინელი ხახისთვის მოიტანს ახალ ომს, უფრო მეტ გაუცხოებას აღმოსავლეთსა და დასავლეთ უკრაინებს შორის, რაც თავის მხვრივ კიდეც მიიყვანს მთელ მართლმადიდებლობას ახალ დიდ სქიზმამდე. ჩვენთან კი, ისე წარმოაჩენენ ვითომცდა უკრაინა უძველესი და სუსტი სახელმწიფოა, რომლის მიმართ ტერიტორული პრეტეზნიები აქვს სულისკვეთებით და სისხლით მისთვის უცხო რუსეთს. მხოლოდ, ავტოკეფალიის მიღებით დაინტესებულები არ ახსენებენ რომ უკრაინა სწორედ რომ რუსეთია ფართო გაგებით, მეტიც - რომ კიევი რუსული ქალაქების დედაა, რომ კიევო-პეჩორის ლავრა რუსეთისვის იგივეა რაც მაგალითად გელათის აკადემია ჩვენთვის, რომ რუსეთის უფლებების არცნობა უკრაინაზე ლამის იგივეა რომ სახელმწიფოწარმომქნელი ქართლის უფლებები არ აღიარო იმერეთზე, აფზაზეთზე, გურია-აჭარაზე და სამეგრელოზე - მთლიანობაში კი ძველ კოლხეთზე იმის გამო რომ ოდეზღაც ჰქვიოდა ივერია. მე-15 საუკუნიდან ჩვენ, ქართველები არ ვცხოვრობდით ერთად მაგრამ ეს არ ნიშნვს რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილები აღარ იყო საქართველოები, ასევეა რუსეთშიც. ქართული და რუსული მიწების დაშორიშორება დროშიც კი ემთხვევა - მიზეზიც საერთოა, მონღოლების შემოსევა.
ურდოს გაქცეული კიევის მიტროპოლიტი მაქსიმი 1299 წელს გადადის ვლადიმირში. მე-14 საუკუნეში კი მოსკოვის აღზევების გამო სრულიად რუსეთის ახალ მიტროპოლიტს იქ გადააქვს რეზიდენცია. 1442 წელს მსოფლიო პატრიარქი ხელს აწერს ფლორენციის უნიას კათოლიკურ ეკლესიასთან, მოსკოვში ამ გაერთიანებას არ აღიარებენ, მიტროპოლიტ ისიდორეს გარდა და ის, წარმოშობით ბერძენი კიდეც ბრუნდება კიევში უნიის ხელმოწერის შემდეგ. სხვათა შორის ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა რომლებიც ესწრებოდნენ იმ კრებას შუაგულ ევროპაში, მყისვე მტკიცე უარი განუცხადეს პაპს და ბერძნებს. მაშინვე, 1448 წელს რუსეთში აირჩიეს პირველი რუსი მიტროპოლიტი იონა, რაც პირველი განხეთქილების მიზეზი გახდა. ამ დროისთვის, ჩვენთანაც ჩნდება 2 ავტოკეფალური ეკლესია – ცენტრით, ქართლში და აფხაზეთში - 1290 წელს ქართული ერთიანი ეკლესიიდან გამოიყო აფხაზეთის საკათოლიკოსო, რომლის იურისდიქცია მთელ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდება, ცენტრით ბიჭვინთაში. ჭეშმარიტად შეუცნობელია გზანი უფლისანი - 1811 წელს გაუქმებული აღმოსავლეთ საქართველოს და 1814 წ. აფხაზეთის ეკლესიაები აღზდგნენ ერთიანი საეკლესიო სხეულის სახით 1917 წელს. ამ დროს, თანამდროვე უკრაინის ტერიტორიებზე რომლიც მაშინ შედიოდა პოლონეთის (რეჩ პოსპოლიტა) შემადგენლობაში, მოვლენები ვითარდება შემდეგნაირად; პოლონურ კოლონიზაციასთან ერთად დაიწყო კათოლიკური ეკლესიის ექსპანსიაც, რომლის მიზანიც იყო მართლმადიდებლების დათანხმება უნიაზე და 1596 წელს უკვე ბრესტში, ხელი მოეწერა ახალ უნიას რომელმაც კიევის მიტროპოლიის საერთოდ გაუქმება გამოიწვია. ასე და ამგვარად უკრაინაში გაჩნდა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია (უნიატები), ფორმით მართლმადიდებლური და შიგთავსით კათოლიკური. მართლმადიდებლობა, ანუ როგორც იმჟამინდელ უკრაინელებში ეძახდნენ „რუსული რწმენა“, ხდება იდელოგიურ ფუნდამენტად პოლონეთის მოძალების წინააღმდეგ. ამ კონფლიქტის უმაღლეს წერტილად იქცა ბოგდან ხმელნიცკის 1648 წლის აჯანყება, რის შედეგადაც 1654 წელს ქ. პერესლავში ხელი მოეწერა შეთანხმებას ზაპოროჟიელ კაზაკებსა და მოსკოვის მეფეს შორის. მისი შედეგების მიხედვით კაზაკების მიერ პოლონეთზე წართმეული ყველა ტერიტორია გადადიოდა მოსკოვის სამეფოს მფარველობის ქვეშ -მართლმადიდებლებითურთ. ზემოთქმული, ცნობილია და მოყოლილია ასჯერ, მაგრამ თანამედროვე უკრაინული ელიტები, ჩვენი ასო-ები და მეინსტრიმული მედია მოვლების ასეთ განმარტებას არ იღებს, რადგანაც ისინი ხორცი ხარცთაგანნი არიან სხვა, 39 წელს შემოერთებული უნიატური უკრაინის მემკვიდრეები, ჩვენებს რაც შეეხბა - ეს ცალკე საკითხია.
შეჯამებისას დავსძენ: ეშმაკის იარაღი სიცრუე და ნახევრად სიმართლეა, ასევე ცნობილია რომ ის დეტალებშია. გაურკვევლობა, დასავლეთის კეთილშობილობის უპირობო რწმენა, იქაური განლაგების და უკრაინის ისტრიის არცოდნა და უბრალოდ ბრაზი რუსების მიმართ აფხაზეთის და ცხინვალის გამო ჯაბნის გონიერებასა და სამართლიან მიდგომებს. როგორ აისახება ეს საქართველოზე, ანდა გლობალურად მართლმადიდებლობაზე - აღარ ფიქრობენ. აზროვნებენ ვიწრო დიაპაზონში, ავტოკეფალიის მომხრეებად გამოდიან ეკლსიისგან შორს მდგომი ადამიანები, ხშირად მებრძოლი უღმერთოები. ის მორწმუნეები კი ვინც ხვდება რომ ამ პროცესებს მართლმადიდებლობასთან საერთო არაფერი აქვთ და რომ ეს უპრველეს ყოვლისა იდეოლოგიების დაპირისპირებაა, კარგად ორკესტრირებული შეტევა მართლმადიდებლური სამყაროს ფუნდამენტზე დიდწილად დუმან - არც მედიაა მათ ხელში, არც თანამდებობები გააჩნიათ და კიდეც დეზორგანიზებულნი არიან. არადა როგრც ავღნიშნე ზევით, არსით იგივეა ეს საკითხი რუსეთისთვის, რაც მაგალითად ქართული სამყაროსთვის კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ „აფხაზეთის ეკლესიის“ თეორიული აღიარება, ანდა რუსი შოვინისტების მიერ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გააზრება კუთხურობის ჭრილში, სდაც ყველა ქართულ სუბკულტურას მისი ეკლესია და სახელმწიფო გააჩნია. ისტორიული პარალელების ექსტრაპოლირების სურვილის შემთხვევაში ძალიან მარტივია უკრაინული განლაგება, თავისი პრობლემებით, გმირებითა და ანტიგმირებით და სამოქალაქო ომით გადმოიტანო ქართულ ნიადაგზე. ახლომხეველობის გამო, ვივიწყებთ ზნეობის ოქროს კანონს: „ნუ გაუკეთებ იმას სხვას რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ“. უპატიებელი თვისებაა - მითუმეტეს როცა სახეზეა ხელოვნური პროცესი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობის შინაგან, კანონზომიერ განვითარებასთნ, რომლის მომხრეები აშკარად ეთნოფილეტზმის და აპოსტასიის ერესში იმყოფებიან.
როდესაც მაიდანი მხოლოდ იწყებოდა, ბათუმის მერიის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი ვიყავი და უკრაინაში ჩაფრენა მომიწია, მაშინ ანდრეი სადოვოისთან შეხვედრისას (ქ. ლვოვის მერი), ჩვენს შორის ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი შედგა. ავღნიშნე რომ მაიდანზე მოზარდები ჭარბობენ და ასე თუ ისე, მისი ქვეყნს ისტრიის მცოდნემ მოვუყევი ცნობილი სოლომონისეული იგავი და ვუსურვე რომ მათთთანაც „ნამდვილმა დედამ დათმოს ბავშვი“ უკრაინის გადასარჩენად. რამოდენიმე ხანში ამ ფრიად მომხიბვლელმა ადამიანმა ნათქვამის გააზრების შემდეგ მიპასუხა - „ეს გასაგებია, ყველაფერს ვხვდები, მაგრამ როგორ ავუხსნა ეს ბავშებს მოედანზე?..“ საბოლოოდ არც აუხსნა, ვერ შეძლო ან სიმამაცე არ ეყო. მაგრამ იქნებ იქაურმა ელიტებმა ძალიან ღრმად შეტოპეს და გონებაშეზღუდულობის გამო მიჰყვებიან „მაზეპების“ გზას, მსგავსი ხომ არაერთხელ მომხდარა უკრაინაში სანამ მორიგი „ხმელნიცკი“ არ გამოასწორებდა სიტუაციას?.. არ ვიცი - ამ ყველაფრის სრულად გასაგებად საჭიროა არაერთი ადამიანის მიერ შექმნილი ყოვლისმომცველი თეორია აკადემიურ დონეზე. აქ კი, მხოლოდ ამის კონტურების მოხაზვის მოკრძალებული მცდელობაა და მეტზე არც მაქვს პრეტენზია. რამდენად გამომივიდა მკითხველმა შეაფასოს, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ეს სტატია თუგინდ პატარა, მაგრამ ბიძგს მისცემს ყველა მხარის მოქმედებებს უფრო მეტ ადეკვატურობას, ასევეუფრო მწყობრ და ელეგანტურ თეორიას დაუდუბს სათავეს, რომელიც ვექტორებისადმი სიმპატია-ანტიპატიების მიუხედავად, ქართულ ძალებს უკრაინის ეკლესიის ადტოკეფალიაზე ათქმევინებს მტკიცე „არას“! დავასრულებ კი, ჩვენი, ჩვენი პატრიარქის სიტყვებით რომლითაც მან რუსეთის პატრიარქს მიმართა - „მომხდარის მიუხედავად, ღვთის მოწყალების იმედით, საეკლესიო კანონებზე დაყრდნობით, ერთად დავიცავათ მართლმადიდებლობის მთლიანობა და ამით აღვასრულებთ საუფლო საქმეს“ .