რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო რუსეთისა და ჩინეთის შეკავების ამერიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი სეგმენტი ხდება

     News Front-ის ექსკლუზიური ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორთან არნო ხიდირბეგიშვილთან

- ბატონო არნო, 2011 წლის 12 დეკემბრის ინტერვიუში თქვენ სენსაციური განცხადება გააკეთეთ, რომ ამერიკელები ანაკლიაში პორტ „ლაზიკას“ ააშენებენ და ბათუმის პორტის ფსკერს გააღრმავებენ, რათა საქართველოში აშშ-ის და ნატოს სამხედრო-საზღვაო ბაზები განალაგონ. სააკაშვილი უკვე 5 წელია, საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, მაგრამ დღეს ამერიკელებმა ფოთის პორტის ფსკერის გაღრმავებაც განიზრახეს. რისთვის სჭირდებოდა ეს სააკაშვილს და რისთვის სჭირდება ეს ამერიკას?

- პრეზიდენტობის მთელი 9 წლის განმავლობაში სააკაშვილი ჩააგონებდა ქართველებს, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, რომელიც არავის სჭირდება. გახსოვთ, როგორ იმეორებდა ის გამუდმებით, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს - არც ნავთობი, არც ბუნებრივი აირი, როგორც ქუვეითს, აზერბაიჯანსა და რუსეთს, და გვარწმუნებდა, რომ საქართველოს ერთადერთი იმედი თავად ის არის, მისი პოლიტიკური რესურსი, და რომ ქართული სახელმწიფოს ისტორია მისგან იწყება?!

- ჰო, მაგრამ საქართველოს ასეთი ბუნებრივი რესურსები მართლაც არ გააჩნია...

- ბუნებრივი რესურსების თაობაზე შემიძლია, შეგეკამათოთ, მაგალითად, საქართველო ზღაპრულად მდიდარია სასმელი წყლით, რომელიც დღეს მსოფლიოში ნავთობზე უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ. საქართველოს მთავარი რესურსი მისი გეოპოლიტიკური მდებარეობაა, რასაც სააკაშვილი საგანგებოდ მალავდა! მეტსაც ვიტყვი - აშშ-მა ის პრეზიდენტად დანიშნა იმისთვის, რომ ბათუმიდან და ანაკლიიდან რუსები - რუსეთის სამხედრო ბაზები გაეყარა და სამივე პორტი, ფოთის პორტთან ერთად, მათთვის გადაეცა! გახსოვთ, როგორ უყვიროდა ის 2005 წელს ანაკლიაში რუს მშვიდობისმყოფელებს, რომლებმაც მისი იქ გამოჩენისას საბრძოლო განგაში გამოაცხადეს?!

     სააკაშვილი თვითონ გამოტყდა, რისთვის სჭირდებოდა პორტი ანაკლიაში, მაგრამ მხოლოდ პრეზიდენტობის მიწურულს. გაიხსენეთ 2013 წლის 17 ივლისს „რუსთავი 2“-სათვის ნანუკა ჟორჟოლიანს ინტერვიუ რომ მისცა პირდაპირ ანაკლიის პლაჟიდან, სააკაშვილი ჩიოდა იმჟამინდელ პრემიერ ივანიშვილზე, რომელმაც პროექტი „ლაზიკა“ შეაჩერა - აქაოდა, „საქართველოს შანსი ჰქონდა - მომავალი წლიდან ავღანეთიდან დიდი მოცულობის ამერიკული ტვირთები წამოეღო და ეს შანსი დაკარგა, რადგან მომდევნო წლები ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის წლები იქნებაო“.

- ერთი წამით! ავღანეთიდან ტვირთები ამერიკულ ხომალდებს უნდა წამოეღოთ და ჩამოეტანათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბა ანაკლიის ახლად აშენებულ პორტ ლაზიკაში, როგორც ტვირთგადასაცლელ პუნქტში?

- ცხადია, ამერიკულ ხომალდებს, აბა ქართულს ხომ არა! საქართველოს საზღვაო ფლოტი, დიდი იყო თუ პატარა, სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პირველსავე წლებში ბათუმის პორტის აკვატორიაში ჩაძირა, რათა აჭარაში ასლან აბაშიძის ყოველგვარი კვალი წაეშალა! იმ ინტერვიუში სააკაშვილი რევერანსაც აკეთებს რუსეთის მხარეს: „ზუსტად ასე შენდებოდა სინგაპური - ის ამერიკის სამხედრო ფლოტმა ააშენა, ფოთი კი - რუსეთის სამხედრო ფლოტმა, იმიტომ, რომ ყველაზე იოლი, ყველაზე მომგებიანი ტვირთი სამხედრო ტვირთია! და ჩვენ გვქონდა ეს „ფანჯარა“, რათა ავღანური ტვირთები წამოგვეღო, ახლა კი ის ივანიშვილის გამო დავკარგეთო!“.

- მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მართლა შეაჩერა ეს პროექტი.

- იმიტომ, რომ საქართველო, სადაც ამერიკული სამხედრო ტვირთები (შეიარაღება, მათ შორის, სარაკეტო დანადგარები და, გამორიცხული არ არის, ჯარებიც) ჩამოვიდოდა, შეიძლებოდა, რუსეთისთვისაც და, აშშ-სთან ომის შემთხვევაში, ირანისთვისაც სამიზნე გამხდარიყო! საყოველთაოდ ცნობილია, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა უკვე კარგა ხანია, დიდი თავის ტკივილია ვაშინგტონისთვის, დღეს კი ამერიკელები ამ საკითხს გაორმაგებული ძალით აწვებიან, რადგან ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკას არ სჭირდება საზღვარგარეთული ომები, რომლებიც დიდ ზარალს აყენებენ მას და ბრძანა ყველა ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის დაწყება!

- ანუ სააკაშვილს უნდოდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ამერიკული სამხედრო ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ხარჯზე შეევსო და ამისთვის აშენებდა პორტ „ლაზიკას“ ანაკლიაში? სწორად გავიგე?

- ნურას უკაცრავად! მას საკუთარი და უახლოესი გარემოცვის ჯიბეების ავსება უნდოდა, ავღანეთი კი, როგორც ცნობილია, ერთდროულად „შავი ხვრელიცაა“ და „ოქროს ფსკერიც“! გახსოვთ, თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა „საქართველოს ეროვნული ავიახაზების“ პრეზიდენტ გიორგი კოდუასთან ერთად როგორ გაუხსნა „მწვანე დერეფანი“ ნატოს სამხედრო ტვირთებს თბილისის და მარნეულის აეროპორტების გავლით ავღანეთისკენ? ყოველი რეისიდან მათ 150 ათასი დოლარი რჩებოდათ, მაგრამ ეს წვრილმანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნატოს თვითმფრინავები საქართველოში მარტო საწვავს კი არ ისხამდნენ, უეჭველად იარაღითაც იტვირთებოდნენ, რომელსაც სააკაშვილის ზემოთ დასახელებული თანამოღვაწეები ავღანეთში, პაკისტანში, ერაყში და სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებებზე ყიდდნენ, რომლებიც შემდეგ ისლამური სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდნენ! საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების, ტერორისტებისათვის მიყიდული იარაღი ჩამოწერილი იქნა 08.08.08. ომის საბაბით, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა კეზერაშვილმა ამ მიზნით წამოიწყეს!

     ჰოდა, ავღანეთიდან - ნარკოტიკების მსოფლიო დედაქალაქიდან! - ამერიკული სამხედრო ტვირთების საქართველოში გამოზიდვის მარშრუტი თუ გაიხსნებოდა, ათასობით ტონა სამხედრო ტვირთთან ერთად შეუმჩნევლად შემოვიდოდა რამდენიმე ტონა ნარკოტიკიც და აქედან ნებისმიერი მიმართულებით გადამისამართებოდა! და ეს ისტორიაში უმსხვილესი ნარკოტრაფიკის სქემა ნარკომანმა სააკაშვილმა მოიფიქრა, რომელიც დღეს „პატრიოტულ“ სიტყვებს წარმოთქვამს საქართველოში მარიხუანის კულტივირების მავნეობის შესახებ! მაგრამ სააკაშვილის ოცნებას, მსოფლიოში უდიდესი ნარკობარონი და ივანიშვილზე უფრო მაგარი მილიარდერი გამხდარიყო, ასრულება არ ეწერა...

- სააკაშვილი ამბობდა, რომ სურს, ანაკლიაში ინფრასტრუქტურა შექმნას - უნიკალური კურორტი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ხიდი აფხაზეთისაკენ, მან იქ ფესტივალ „კაზანტიპის“ ჩატარებაც კი მოასწრო...

- ერთადერთი ხიდი, რომელიც სააკაშვილმა ანაკლიიდან სოფელ განმუხურამდე ააშენა, ზღვამ წაიღო, კიდევ კარგი, რომ იმ მომენტში მასზე თეთრი როიალი არ იდგა მის პასიასთან - პიანისტ ხატია ბუნიათიშვილთან ერთად! რაც შეეხება „კაზანტიპს“, ეს პროსტიტუციის, ნარკომანიის და ჰომოსექსუალიზმის ბუდე საგანგებოდ იყო ჩაფიქრებული სააკაშვილის მიერ, როგორც დასასვენებელი ზონა ამერიკელი მეზღვაურებისთვის, რომლებიც ნავმისადგომზე მდგარი სამხედრო ხომალდებიდან ხმელეთზე ჩამოვიდოდნენ და რომელთა შორის, როგორც ცნობილია, ბევრი გეია.

- ანუ, ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირების გარდა, „ლაზიკა“ უნდა გამხდარიყო პირველი ამერიკული სამხედრო ბაზა შავ ზღვაზე, როგორც თქვენ პირველად 2011 წელს განაცხადეთ?

- დიახ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს უფლება ეძლეოდათ, მუდმივად ყოფილიყვნენ ბაზირებული შავ ზღვაში ნატოს ფლოტილიის შემადგენლობაში საქართველოს პორტებში, სხვაგვარად ხომ სახელმწიფოებს, რომლებსაც შავი ზღვა არ ესაზღვრება (როგორიც გახლავთ აშშ) მონტრეს კონვენცია შავ ზღვაში 21 დღეზე მეტი ხნით ყოფნას უკრძალავს.

- აშშ-ს რიღასთვის სჭირდება ეს? სააკაშვილს რისთვის სჭირდებოდა - ამის შოკისმომგვრელი პასუხი თქვენგან უკვე მოვისმინეთ...

- ბევრი მიზეზით. საქართველო აშშ-ის ერთადერთი საყრდენია კავკასიაში, სომხეთი ხომ რუსეთის მოკავშირეა, აზერბაიჯანი კი - რუსეთის პარტნიორი. საქართველო არის გასასვლელი აზერბაიჯანზე, ანუ კასპიის ზღვისკენ. საქართველო არის გასასვლელი სომხეთზე და ლაჩინის დერეფნის გავლით - ირანისკენ. საქართველო არის გასასვლელი რუსეთისკენ, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიისაკენ, რომელსაც ჯერჯერობით სტაბილურ რეგიონს ვერ ვუწოდებდი. საქართველო ლოგისტიკური დერეფანია ახლო აღმოსავლეთის, თურქეთის, ერაყის, სირიისაკენ. საქართველოზე გადის სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენები აზერბაიჯანიდან თურქეთში, იქიდან კი ევროპაში, რომლებზე კონტროლიც ნიშნავს ევროკავშირის ქვეყნებისათვის განკუთვნილი ენერგომატარებლების კონტროლს. საქართველოზე გადის სტრატეგიული რკინიგზა „ყარსი-ახალქალაქი-ბაქო“, რომელიც ყარაბაღში ახალი ომის შემთხვევაში თურქეთიდან - ნატოს წევრი ქვეყნიდან - აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთისა და ჯარის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. აი, რატომ იყო ამ რკინიგზით ასე დაინტერესებული აშშ-ის სამხედრო ძალების სტრატეგიული ტრანსპორტირების სარდალი, გენერალი პოლ სელვა, რომელიც 2014 წლის 11 ივლისს ჩამოვიდა საქართველოში, რათა თავდაცვის მაშინდელ მინისტრთან ალასანიასთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთან განეხილა საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები ავღანეთიდან ნატოს ჯარების გამოყვანის კონტექსტში! სხვათა შორის, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის დაცვას განახორციელებს იქ მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტი... გარდა ამისა, ამერიკელები აპირებდნენ ანაკლიაში თხევადი აირის ტერმინალის აშენებას და მის უკრაინისათვის მიწოდებას, რათა ის ნაკლებად დამოკიდებული ყოფილიყო რუსეთის ბუნებრივ აირზე.

     მაგრამ მთავარია კონტროლი ჩინურ მეგაპროექტზე „ერთი გზა - ერთი სარტყელი“, რომლის მონაწილეა საქართველო, ხოლო ლოკომოტივი და ინიციატორი - რუსეთის პარტნიორი ჩინეთი. ხაზს ვუსვამ - აშშ ცდილობს, საქართველო თავისი საზღვაო პორტებით გადააქციოს არა მხოლოდ შავ ზღვაზე რუსეთის შეკავების ამერიკული პოლიტიკის - ე.წ. შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიის - მნიშვნელოვან სეგმენტად, არამედ ჩინეთის შეკავების ამერიკული პოლიტიკის მონაწილედაც. აი, რატომ აჭიანურებდნენ ამერიკელები ხელოვნურად ორი წლის განმავლობაში ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის ახალი ხელისუფლების დროს, 2014 წელს გამოცხადებულ ტენდერს და შედეგად უარი უთხრეს ჩინურ კორპორაციას, რომელსაც ჰყავდა თავისი ოპერატორი ტვირთების გადაზიდვის დიდი გამოცდილებით და რომელიც მზად იყო, 12 მილიარდი დოლარი დაებანდებინა, როცა პროექტის მთლიანი ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარი იყო! და 2016 წელს ქართული მხარიდან გამარჯვებულად გამოაცხადეს მამუკა ხაზარაძის ბანკი - „თიბისი-ჰოლდინგი“, რომელსაც ამდენი ფული არ ჰქონდა, მაგრამ, სამაგიეროდ, საიდუმლოდ თანახმა იყო, ამერიკული სამხედრო ბაზა აეშენებინა! დიდხანს გამიგრძელდება იმის ჩამოთვლა, ვინ წარმოადგენს ამერიკულ მხარეს „ანაკლიის განვითარების ამერიკულ-ქართულ კონსორციუმში“ - კომპანიები, რომლებსაც არ ჰქონდათ საკონტეინერო გადაზიდვების გამოცდილება, გამუდმებით იცვლებოდნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს შირმა კომპანიები იყო, რომლების უკან პენტაგონი იდგა!

- მაგრამ მიუხედავად ამისა, პროექტი, რომელიც პომპეზურად გახსნა აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ხაზარაძესთან ერთად, 2017 წელს არ დაიწყო - ფული არ იყო და ხაზარაძე ხელგაწვდილი დარბოდა, რომ კაპიკ-კაპიკ შეეგროვებინა...

- ეს საშინელი სირცხვილი იყო საქართველოსთვის, რამაც, ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილი გააბრაზა და კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობად დაუჯდა. მას, უდავოდ, წილი ჰქონდა ამ საქმეში, იმიტომ რომ ამერიკელებისთვის. როგორც ქვეყნის პრემიერი, პროექტის განხორციელების მთავარი გარანტი გახლდათ! სწორედ ამიტომ არ უნდოდა ასე ძალიან პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა და ეკამათებოდა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე! ხოლო მისი სამარცხვინო გადადგომის შემდეგ ამერიკელებმა ფსონი ხაზარაძეზე დადეს და დაჰპირდნენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშნავენ, თუკი პროექტს ბოლომდე მიიყვანს!

- მაგრამ დღეს ხაზარაძეს „თიბისი ბანკის“ დატოვება მოუხდა, რადგან პროკურატურამ 17 მილიონი დოლარის „გათეთრების“ ფაქტი აღმოაჩინა და რატომღაც მგონია, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი დარღვევა, რომელსაც გამოძიება გამოავლენს მის და მისი კომპანიონის და ნათესავის ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში... ახლა როგორღა მიიყვანს პროექტს ბოლომდე?

- ხაზარაძე პირველი ნომერი იქნება სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ციხეში არ ჩასვამენ! როგორც მითხრეს, მის და მიშას შორის საუბარი უკვე შედგა. განა ვერ ამჩნევთ, რომ დასავლეთში გარკვეულმა ძალებმა საქართველოში ხელისუფლების შეცვლისათვის მზადება დაიწყეს?! ვითომდა დამოუკიდებელი ინსტიტუტების ანგარიშები, რომლებშიც აღნიშნულია „მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელისუფლების უზურპაცია“, მუდმივი ბრალდებები რუსეთის ინტერესების გატარებაში, განხეთქილება მმართველ პარტიაში, რაც ასევე არ გახლავთ შემთხვევითი, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ დაშლის შემთხვევაში მისი თავმჯდომარე ივანიშვილი ოფიციალურ პოლიტიკურ სტატუსს კარგავს და უბრალო მილიარდერად რჩება! აბა ნახეთ - საქართველოს შიგნით და მის გარეთ არსებული რა ძალები იცავენ ხაზარაძეს და ცდილობენ, ამ ტრივიალურ მიზეზს პოლიტიკური სარჩული დაუდონ! „ივანიშვილმა მოსკოვიდან ბრძანება მიიღო, ხელი შეუშალოს საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი სტრატეგიული პორტის მშენებლობას, ამიტომაც უნდა, ხაზარაძეს და „თიბისი ბანკს“ გაუსწორდეს!“ - ერთხმად გაჰყვირიან ბანკროტი პოლიტიკოსები და ნაცოპოზიცია, ხაზარაძის მიერ მოსყიდული ლობისტები და მთავარი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, სააკაშვილის მეგობარი ფადი ასლი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, და პოლიტოლოგებად გადაკვალიფიცირებული პროქტოლოგები მათთვის ზედგამოჭრილ მედიასთან ერთად!

     მაგრამ ხაზარაძის დამცველებს აშკარად ზედმეტი მოუვიდათ, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ანაკლია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზისათვის შენდება! ერთი მიბრძანეთ, თუკი ანაკლიის პორტი მშვიდობიანი სამოქალაქო მიზნებისთვის შენდება, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ პროექტს რუსეთი, როგორც ამას თავგამოდებით ამტკიცებენ ხაზარაძის ზემოთ ჩამოთვლილი დამცველები?! რუსეთი, რომელიც ლიდერია ვაჭრობასა და გადაზიდვებში, ინვესტიციებით და ჩართულობით ქართულ ეკონომიკაში, და მართვაში აქვს გადაცემული მისი სტრატეგიული ობიექტები?! ჰოდა, გამოდის, რომ ხაზარაძის დამცველებს, რომლებიც პრორუსული იარლიყების მიწებების საქართველოში აპრობირებულ ტაქტიკას იყენებენ, პრაქტიკულად, წამოსცდათ და დაადასტურეს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშშ აშენებს სამხედრო მიზნებით! აი, რატომ იცავენ ისინი ასეთი თავგამოდებით ხაზარაძეს - „ივანიშვილის მსხვერპლს“, ხოლო რა შედეგი მოჰყვება ფოთსა და ანაკლიაში - აფხაზეთსა და ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ცხვირწინ - ამერიკული წყალქვეშა ნავების და ავიამზიდების განთავსებას - ამისთვის მიუფურთხებიათ!

- და მაინც, მინდა, გკითხოთ - განა არ შეიძლება, საქართველოს აყვავება მოუტანოს ღრმაწყლოვანმა პორტმა, თუკი ის მშვიდობიანი სამოქალაქო მიზნებით აშენდება? დღეს ხომ საქართველოს არა აქვს საშუალება, შავ ზღვაში მცურავი ხომალდების 75% მიიღოს, რადგან მისი პორტები არ არის აღჭურვილი „პანამაქსის“ და „პოსტპანამაქსის“ კლასის გაბარიტული ხომალდების მისადგომად, რომელთა ტვირთამწეობა 50-150 ათასი ტონაა, ხოლო წყალშიგი 17 მეტრამდე. ანაკლიის პორტის ექსპლუატაციაში სრულად შესვლით კი, რაც 2050 წლისთვის არის ნავარაუდევი, ყველაფერი თვისებრივად უნდა შეიცვალოს და 2070 წლისთვის, როგორც ამტკიცებენ, პორტი 100 მილიონამდე ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს!

- მკითხავი არ ვარ, ამიტომ არ ვიცი, რა იქნება 50 წლის შემდეგ! სამაგიეროდ, ვიცი, რომ ანაკლიიდან, სადაც სააკაშვილმა შემთხვევით არ დაუდგა ძეგლი ჩერქეზების „გენოციდს“, XVIII საუკუნეში ქართველი ბავშვები მონებად მიჰყავდათ ოსმალეთში, ხოლო რუსეთის არმიის მიერ ანაკლიის თურქებისაგან გათავისუფლების შემდეგ ამ ადგილას ქართული ეკლესია აშენდა! ლეგენდის თანახმად, ქართველ დედას, სახელად ანას, თურქებმა შვილი მოსტაცეს და ქალის სასოწარკვეთილი ყვირილის გაგონებაზე ხალხი ამბობდა - „ანა რკიანს“, რაც მეგრულად ნიშნავს „ანა ყვირის“. ამის გამო სოფელს „ანარკია“ ეწოდა, რაც „მყვირალს“ ნიშნავს (მოგვიანებით ასო „რ“ ტრანსფორმირდა „ლ“-დ, რამაც მოგვცა თანამედროვე სახელწოდება - „ანაკლია“). იქ დაღვრილი ქართული ცრემლებისგან ეს ადგილი დაჭაობდა, და თქვენ გჯერათ, რომ ამ მწუხარებით გაჟღენთილმა მიწამ შეიძლება აყვავება მოუტანოს საქართველოს?! მე არ მჯერა, თუმცა, იქნებ ვცდები კიდეც.

მაია ჯავახიშვილი, სპეციალურად News Front-ისათვის
2019 წლის 23 თებერვალი