საზოგადოება
„არამიანცის“ კომპლექსში შემავალი 4 კლინიკა 1 235 000 ლარად გაიყიდა. „ზოგადქირურგიული კლინიკის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი კომპანია „ალსმა“ შეიძინა. ამავე კომპანიამ შეიძინა ტრავმატოლოგია–ორთოპედიის კლინიკა „სინთეზი“.
ნეიროქირურგიული კლინიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მფლობელი სავაჭრო ცენტრ „მორკინალის“ მფლობელი, ბიზნესმენი ჯონი გიგანი გახდა. გადაუდებელი ნევროლოგიის კლინიკა „ნევროლოგის“ 100%-იანი წილი ფიზიკურმა პირმა ნოდარ კაკაბაძემ შეიძინა. აუქციონის პირობებით, კლინიკების ახალი მფლობელები ვალდებული არიან, ობიექტს სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნონ. შეგახსენებთ: „არამიანცის“ კომპლექსში შემავალ 6 კლინიკას ბიზნესმენი დანიელ გუფთა ფლობს.