პოლიტიკა
წინააღმდეგობის მოძრაობა „არა!“ გორში საპროტესტო აქციით

ara3მოძრაობის თანათავმჯდომარე ზაზა სვანაძის განცხადებით, აქცია დღეს, 3 მარტს, ტარდება ტელეკომპანია „თრიალეთის“ დირექტორის მიმართ განხორციელებული ზეწოლის საპასუხოდ. აქციის მონაწილენი გორის პოლიციის სამმართველოსთან მჯდომარე აქციას გამართავენ, მერე კი გორის საკრებულოს შენობასთან გადაინაცვლებენ. „აქციის მიზანია, მედიაზე ზეწოლა და თავდასხმები შეწყდეს და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს საჯარო ინფორმაციის მოპოვების საშუალება მიეცეთ“, - აცხადებს სვანაძე.

წინააღმდეგობის მოძრაობის აქციას გორში ოპოზიციური პარტიების რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი ადგილობრივ სამართალდამცველებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, რის მიზეზიც, მისი აზრით, ტელეკომპანიის ეთერში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გადაცემების გაშვება გახდა.