პოლიტიკა
პოროშენკოს ისეთივე იმედგაცრუება მოელის, როგორიც სააკაშვილს! - დიმიტრი საიმსი (აშშ)

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. მარინა კიმი: დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, პოროშენკოს გამოწვევას (რუსეთის მხრიდან - რედ.) იღებს, როგორც გამოწვევას მათ მიმართ, მთელი დასავლური სამყაროს მიმართ?

დიმიტრი საიმსი: მათ ესიმპათიურებათ პოროშენკო და უკრაინას აღიქვამენ, როგორც აგრესიის მსხვერპლს. მაგრამ პოროშენკოს გამოწვევა მთელი დასავლეთი სამყაროს მიმართ გამოწვევად რომ აღიქვან, ეს მეტისმეტია!

პოროშენკოს რომ ვუსმენდი, ყურში ჩამესმოდა სხვა ადამიანის - წარსულში ბატონი პოროშენკოს მეგობრის, ახლა კი მოწინააღმდეგის - ბატონი სააკაშვილის სიტყვები. ისე მოხდა, რომ 15 წლის წინ, როცა სააკაშვილი პირველად აირჩიეს, მისი პირველი გამოსვლა ვაშინგტონში ჩემს ცენტრში შედგა და მე პირადად წარვადგინე ის. მაშინ ის ცდილობდა, ძალზე თავშეკავებულად მოქცეულიყო და იმასაც კი ამბობდა, რომ ესმის რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აუცილებლობა. როგორც ვიცით, ეს დიდხანს არ გაგრძელდა, და მერე აი, ასეთი გამოსვლები დაიწყო. ვინაიდან მას მშვენივრად ესმოდა, რომ თვითონ, მისი საქართველო, რუსეთს ვერ გაუმკლავდებიან, ამიტომ ცდილობდა, საქართველოზე ნებისმიერი შემოტევა ისე წარმოედგინა, როგორც შეტევა მთელ დასავლურ სამყაროზე!

თქვენ იცით, რომ ამის შედეგად ვაშინგტონში ის ბევრს ესიმპათიურებოდა, მის კულტივირებას ახდენდნენ, მის სატელეფონო ზარებს პასუხობდნენ და მასაც... თავში აუვარდა! და ვეღარ განასხვავა მზადყოფნა - თანაგიგრძნონ, კარგი სიტყვები თქვან შენს მხარდასაჭერად, მზადყოფნისაგან - სინამდვილეში სისხლი გაიღონ ან ნამდვილად დიდი ფული დახარჯონ შენი გულისთვის!

ვშიშობ, რომ ასეთი იმედგაცრუება ბატონ პოროშენკოსაც მოელის.

პოლიტიკური თოქშოუ „დიდი თამაში“ („Большая игра“) რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე, 19.02.2019 -ის გამოშვება (ვიდეო)

„დიდი თამაში“ - არის მოედანი, სადაც ორი მენტალობა, სამყაროს მიმართ, ისტორიის გაგებისა და არსის მიმართ ორი დამოკიდებულება ერთმანეთს ეჯახება. პროგრამაში გაანალიზებულია მიმდინარე დღის მოვლენები და წარმოდგენილია მათ შესახებ როგორც რუსების, ისე ამერიკელების შეხედულება. „დიდი თამაში“ - არის მცდელობა, გავიგოთ, შეგვიძლია მოვილაპარაკოთ თუ მენტალური და კულტურული წინააღმდეგობები ამას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

რუსეთის თვალსაზრისს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ფონდ „რუსკი მირის“ გამგეობის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ნიკონოვი. ამერიკულ თვალსაზრისს განმარტავს ეროვნული ინტერესების ცენტრის (ყოფილი ნიქსონის ცენტრი) პრეზიდენტი, პოლიტოლოგი, ისტორიკოსი დიმიტრი საიმსი. მოდერატორი - პირველი არხის ჟურნალისტი და წამყვანი მარინა კიმი.