საზოგადოება
რუსეთის მხრიდან ბორდერიზაცია ეწინააღმდეგება ყველაფერს და ჩვენ ამაზე არ გავჩუმდებით! - მაკრონი

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საფრანგეთი ყოველთვის ახსენებს რუსეთს, რომ უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინოს და დაუშვას ევროკავშირის მისიები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ეხებოდა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს ჟენევის ფორმატში დიალოგის გაგრძელებას.

ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ დიალოგის გაგრძელებას ჟენევის ფორმატში ამ საკითხთან დაკავშირებით. საფრანგეთის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა იყო, რომ ჩვენ ყოველთვის ვგმობთ იმ ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ამ მომენტში მიმდინარეობს საქართველოში .. სადემარკაციო ხაზზე. ამის თაობაზე ჩვენ ვისაუბრეთ სალომე ზურაბიშვილთან. ასეთ ტიპის პრაქტიკები, რაც ეხება რუსეთის მხრიდან ბორდერიზაციას, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ გავჩუმდებით. საფრანგეთი ყოველთვის ახსენებ რუსეთს, რომ უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინოს და დაუშვას ევროკავშირის მისიები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთს, რომ პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წელს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.