საზოგადოება
"უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ" - მარგველაშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე არ ლაპარაკობს

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ არ შეიწყალა ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი და ვინ ან რატომ ჩაერია პრეზიდენტის უფლებამოსილებაში.

"არ ვიძლევი კომენტარს, ხომ იცით, რომ არ დაგელაპარაკებით, თუ არ მინდა... უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ...", - ამბობს მარგველაშვილი დასმულ შეკითხვებზე პასუხად.

საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა განაცხადა, რომ დეკანოზის შეწყალების ნება პრეზიდენტსაც ჰქონდა და საპატრიარქოსაც, თუმცა შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო ვერ იქნა მიღებული.

განსხვავებული მოსაზრება აქვს დეკანოზის ძმას. თორნიკე მამალაძემ იცის, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საპატრიარქომ ამ აქტის გამოცემა ჩაშალა.