აქტუალური
საფრანგეთი მუდმივად იმეორებს, რომ ცნობს საქართველოს სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საფრანგეთი მუდმივად იმეორებს, რომ ცნობს მხოლოდ ჩვენ სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ეხებოდა.

იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს შუამავალი რუსეთთან, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა ამ შუამავლობაზე, რაც არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს არსებობდეს. საფრანგეთი მუდმივად იმეორებს, რომ ცნობს მხოლოდ ჩვენ სუვერენობას, რიტორიულ მთლიანობას და გვეხმარება არაღიარების პოლიტიკაში. ასევე არის მზადყოფნა, რომ ყველანაირად გაახსენონ რუსეთს თავისი ვალდებულებები იმ ფორმატში და იმ მომენტში, როცა ამის საშუალება ეძლევათ, ეს მზადყოფნა არსებობს და ეს გამიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე შეკითხვით პირველი არხის ჟურნალისტმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბორდერიზაცია ეწინააღმდეგება ყველაფერს და საფრანგეთი ამაზე არ გაჩუმდება.