საზოგადოება
ნატოში გაწევრიანებას საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, თუმცა თავად ნატოს ინტერესებშია, ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანებას - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატოს ინტერესებშია, ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში ნატოს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე დროა, ამ მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები, რადგან ამის „შესაძლებლობათა ფანჯარა“ ღიაა.

მტკიცე იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მიღწევები გარდაიქმნება ხელშესახებ ნაბიჯებად და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ნატოში გაწევრიანებას. მოკავშირეების თანახმად, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია საბოლოო გაწევრიანებისთვის. ყოვლისმომცველ პოლიტიკურ დიალოგს ვაწარმოებთ ნატოსთან. წლების განმავლობაში შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა ბევრი მიმართულებით. ამავდროულად, წინ უნდა გავიხედოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკური ნაწილი.

საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვე დაგვეხმარება ევროატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში, რაც თანაბრად შეეხება ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო არის შავი ზღვისა და უფრო ფართო ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების უცილობელი ელემენტი. ქვეყნის მნიშვნელობა გაიზრდება მხოლოდ რეგიონული პროექტების განხორციელების კვალობაზე, რაც ამჟამად ინიცირდება.

ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატოს ინტერესებშია, ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს. ჩვენი მოსაზრებით, დროა, ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით, რადგან ამისშესაძლებლობათა ფანჯარაღიაა. ყოყმანი არ დაგვეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ნატოს გაფართოება ევროპაში კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე გამართლებული ვარიანტია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს შესაშური ძალისხმევა ამის ძალიან მყარ საფუძველს იძლევა. მამუკა ბახტაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად შესაძლებელია გზების პოვნა არსებული გამოწვევების გადასალახავად, რათა საქართველოს გაწევრიანების პროცესი მნიშვნელოვნად ავიდეს უფრო მაღალ და მდგრად დონეზე.

გავმეორდები და ვიტყვი, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური. ეს ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია. ეს არის ღირებულებებით გაჯერებული არჩევანი. მადლობა საქართველოს ძლიერი მეგობრობისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.