აქტუალური
დავების განხილვის საბჭო რეორგანიზაციის მოლოდინშია

davebistvisმთავრობის ინიციატივით, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოსთან შეიქმნება დამატებითი პალატა, რომლის თავმჯდომარე ბიზნესომბუდსმენი იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას ბიზნესმენებისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე სწორედ ბიზნესომბუდსმენი მიიღებს. პალატაში შევლენ როგორც კერძო სექტორის, ისე ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. დავების საბჭოში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება კი სასამართლოში იქნება შესაძლებელი.

ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის იანვარში დავების განხილვის საბჭომ დაასრულა წარმოება 101 საჩივართან დაკავშირებით. მან სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა 37 საჩივარი, 37 – არ დაუკმაყოფილებია, ხოლო 27 – განუხილველი დარჩა; 2010 წელს კი ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 1362 საჩივარი მიიღო და 1263-ზე დაასრულა წარმოება. სადავო თანხამ 690.541.066 ლარი შეადგინა. საბჭომ 420 შემთხვევაში სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნები: 666 გადამხდელს უარი ეთქვა, 177 საჩივარი სხვადასხვა მიზეზით განუხილველი დარჩა. უმეტესწილად, დავა ეხებოდა არასწორად წარმოებული საგადასახადო აღრიცხვისას თუ ინვენტარიზაციისას გამოვლენილი აღურიცხავი საქონლის გამო დარიცხულ ჯარიმებს, საზღვარზე საქონლის გადმოტანისთვის შეფარდებულ სანქციებსა და ხარჯის დოკუმენტაციის არარსებობის გამო დარიცხულ თანხებს.