აქტუალური
საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი კმაყოფილია - რა კეთდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე აშშ-ის მხარდაჭერით

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები პირველი არხის პროექტის მრავალფეროვანი საქართველოს მუშაობას გაეცნენ. პროექტის შესახებ ინფორმაცია მათ ჯგუფ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა რამილია ალიევამ მიაწოდა.

დღეს წარვადგინეთ პრეზენტაციამრავალფეროვანი საქართველოსშესახებ. კერძოდ, რას საქმიანობს პირველი არხი, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას“, – განაცხადა რამილია ალიევამ.

მისივე თქმით, „მრავალფეროვანი საქართველოს“ მთავარი მიზანია საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირება, პირველი არხის ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართვა და მედიაპროდუქტებში ინტეგრირება.

ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება, „მოამბე“ 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება სომხურ ენაზე და სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება. ეს უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები სომხური მოსახლეობის დროულ, მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმირებას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ.

პრეზენტაციის შემდეგ კომენტარი გააკეთა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ჯეფრი რენომ. მისი თქმით, პირველი არხის პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან საგულისხმოა, რასაც აქ, პირველ არხზე აკეთებთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველას აქვს ტელევიზიასთან წვდომის საშუალება. ბედნიერი ვარ აქ ყოფნის გამო და მოუთმენლად ველი თქვენს მომავალ პროგრამებს“, – განაცხადა ჯეფრი რენომ.

ჯგუფ „მრავალფეროვან საქართველოში“ დასაქმებულია 30-მდე თანამშრომელი, რომლებიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები არიან.