რელიგია
ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის „ახალი ეკლესია“ არ აღიარა

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ასწლეულების განმავლობაში ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უკრაინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორია იყო. რის საფუძველზე ცდილობს ერთი საადგილმამულო (კონსტანტინოპოლის) ეკლესია, ცალმხრივად გადაწყვიტოს მეორე ავტოკეფალური (რუსეთის) ეკლესიის შიდა საკითხი?

კანონიკური წესები კატეგორიულად კრძალავს საადგილმამულო მართლმადიდებელი ეკლესიებისა და მათი წინამძღვრების საქმეებში ჩარევას სხვა საადგილმამულო ეკლესიების მხრიდან. მაგალითად, II მსოფლიო კრების მეორე წესი ან III მსოფლიო კრების მერვე წესი. ეს უკანასკნელი სწორედ მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. მაშინ განხილული იყო ანტიოქიის ეკლესიის წინამძღვრის ქმედებანი, რომელსაც სურდა კვიპროსის ეკლესიისათვის საეპასკოპოსო ქიროტონიების აღსრულება და მისი საკუთარი იურისდიქციისათვის დაქვემდებარება. და ეს მსოფლიო კრებამ კატეგორიულად აკრძალა.

... გაუქმებულია თითქმის 300 წლის წინანდელი დოკუმენტი! მთელი ამ დროის განმავლობაში ყველა მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას აღიქვამდა, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილს. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, საყოველთაოდ მიღებული ჩვეულება მართლმადიდებელთა შორის ურთიერთობაში, როცა ყველა აღიქვამს ამ ტერიტორიას, როგორც რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას. ამას ადასტურებს მრავალრიცხოვანი დოკუმენტი, ეკლესიებს შორის შეთანხმებებიც“, - განაცხადა, კერძოდ, „რია ნოვოსტისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა წამყვანმა მღვდელმთავარმა, წმინდა სინოდის წევრმა, ვიდინის მიტროპოლიტმა დანიელმა (ნიკოლოვი).