საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ნატოში აშშ-ის ელჩმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების „ძალიან კონკრეტულ პერსპექტივებზე“ იმსჯელეს

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოში აშშ-ის ელჩს კეი ბეილი ჰაჩისონს შეხვდა. იზორიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ძალიან კონკრეტულ პერსპექტივებზე, როგორ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ნატოში.

ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა იყო აშშ-ის მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან. საუბარი იყო ძალიან კონკრეტულ პერსპექტივებზე, როგორ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ნატოში. საუბარი იყო განსაკუთრებით ნატოს ღია პოლიტიკის განხორციელების ასპექტზე, რომელიც წელს ჩრდილოეთ მაკედონიას შეეხო, ორი წლის წინ კი - მონტენეგროს. ეს რეალური და კონკრეტული პერსპექტივები იყო მასთან საუბრის დროს განხილული“, – განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.