პოლიტიკა
წარმომადგენლობითი სახალხო კრების ფარგლებში იქმნება ახალი მოძრაობა „სამართალი მოდის“.
როგორც დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა, ახალი ორგანიზაციის მიზანი უფლებაშელახული მოქალაქეებისთვის იმედის დაბრუნებაა.
მისი თქმით, ახალი მოძრაობა უფლებადარღვეულ პირთა აღწერას იწყებს.
„საქართველოში ბევრი ადამიანია, ვინც პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან უსაფუძვლოდ დაითხოვეს; იარაღი ან ნარკოტიკი ჩაუდეს, ქონება ჩამოართვეს და ასე შემდეგ. ჩვენ ასეთთა აღწერას დავიწყებთ და შევეცდებით, სამართლიანობის აღდგენის იმედი დავუბრუნოთ“, – განაცხადა ოგბაიძემ.