სამართალი
საქართველოში მაშველებმა 2014-2018 წლებში 2 ათას 81 ადამიანი გადაარჩინეს (ვიდეო)

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2014-2018 წლების სტატისტიკას აქვეყნებს (ვიდეო იხ. აქ).

უწყების ცნობით, მაშველებმა 2014-2018 წლებში 2 081 ადამიანი გადაარჩინეს.

ქვეყნის მასშტაბით სულ 39 567 სამაშველო ღონისძიება განხორციელდა.

კერძოდ, 2014 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა შეტყობინება 4 445 შემთხვევის შესახებ, 2015 წელს 6 856 სამაშველო ღონისძიება განხორციელდა, 2016 წელს – 10 003, 2017 წელს – 8 922, ხოლო 2018 წელს – 9 341.