აქტუალური
აშშ-ის კონგრესს წარედგინა რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. რეზოლუციაში, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინა, ძლიერი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის კონგრესს წარედგინა რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეზოლუციაში, კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.

თუ დააკვირდებით ბოლო პერიოდის დინამიკას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს ვიღებთ ჩვენი მეგობრებისგან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია აშშ-ის საკანონმდებლო აქტებში მსგავსი ჩანაწერების არსებობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.