პუბლიკაციები
სამხედრო წვრთნების გამო 15-20 თებერვალს თბილისის საჰაერო სივრცე დღის გარკვეულ პერიოდებში დაიხურება

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო 15-20 თებერვალს თბილისის საჰაერო სივრცე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის დღის გარკვეულ პერიოდებში დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, 15-20 თებერვალს, თბილისის სამეთვალყურეო არე (TBILISI CTR) დახურულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის შემდეგ პერიოდებში: 15, 17 და 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 15:30-17:00 საათების პერიოდში; 16 და 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 13:00-14:30 საათების პერიოდში; 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 14:30-16:00 საათების პერიოდში“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

1tv.ge დაუკავშირდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ ტარდება ჩვეულებრივი გეგმური სწავლება ნაღმმტყორცნების სროლაში და უსაფრთხოების მიზნით დღის გარკვეულ მონაკვეთებში წესდება შეზღუდვები.

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამ ტიპის სწავლებები თითქმის ყოველდღე ტარდება. ახლა დაგეგმილია ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სწავლება და უსაფრთხოების დაცვისთვის წესდება შეზღუდვები“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.