უცხოეთი
იტალიაში მაღაზიის გაქურდვაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. იტალიის ქალაქ პარმაში მაღაზიის გაქურდვაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ორი მძარცველი მაღაზიაში დღისით შევიდა. მათ 86 წლის მეპატრონე ქალი გაკოჭეს და მაღაზიიდან ძვირფასეულობა გაიტანეს.

მოპარული ნივთების ღირებულება 10 ათასს ევროს აღწევდა. მათ შორის იყო Gucci-ის ფირმის ოქროს სამაჯური, რომლის ფასი 2 ათას ევროს აღემატებოდა.

ორი მძარცველიდან ერთ-ერთის დაკავება კარაბინიერებმა მოგვიანებით შეძლეს. ის 33 წლის საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც სასამართლომ სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა, მისი თანამზრახველი კი ამ დრომდე იმალება.

1tv.ge