პოლიტიკა
თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თავად თემურ აბაზოვმა დაუდასტურა.

სასამართლო პროცესები, შესაძლოა, რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. არ მსურს, ბრალდებული ვიყო და თან თანამდებობა მეკავოს. ამიტომ დღეს ჩემმა ადვოკატებმა განცხადებით მიმართეს მარნეულის საკრებულოს, რომელსაც, ალბათ, უახლოეს დღეებში განიხილავენ. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ობიექტური იქნება და ჩემ მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს“, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

თემურ აბაზოვს მარნეულის მერის თანამდებობაზე უფლებამოსილება 13 ივნისს შეუჩერდა. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალი წაუყენა.