აქტუალური
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წითელათი ავადობის მაჩვენებელი სტაბილური, თუმცა ზრდადია

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წითელათი ავადობის მაჩვენებელი დასტაბილურდა, თუმცა ზრდადია.

ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს წითელასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით სტაბილიზაციის ელემენტი გვაქვს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. დღევანდელი მონაცემით, პირველი იანვრიდან დღემდე 1370 შემთხვევაა წითელასი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმატა აცრების რიცხვმა.

„25 000 ადამიანია დამატებით აცრილი. აქ არ იგულისხმებ გეგმური აცრა, რომელიც ბავშვებში ტარდება. ერთადერთი საშუალება, რომ შევაჩეროთ წითელა, არის მასობრივი ვაქცინაცია. ვინც არ არიან აცრილები ან არ აქვთ გადატანილი წითელა, ვთხოვ, მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკებს და ჩაიტარონ აცრა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.