საზოგადოება
რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი სენატორ ტორშინის განცხადებამ აღაშფოთა

al_xubutiaსრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „ქართველთა კავშირი რუსეთში“ პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიას განცხადება

„ადამიანს, რომელსაც მაღალი სახელმწიფოებრივი პოსტი უკავია, უფლება არ აქვს, დაუსაბუთებელი ბრალდებები დაახვავოს. მე, როგორც სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „ქართველთა კავშირი რუსეთში“ პრეზიდენტი, უკიდურესად აღშფოთებული ვარ ქართველი ხალხის მისამართით ბრალდებების შემცველი განცხადებით, რომელიც ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე ტორშინმა საჯაროდ გააკეთა. ეს, პირველ რიგში, რუსეთის კეთილ სახელს ბღალავს და, რაც მთავარია - მის სახელმწიფოებრივ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ რუსეთსა და საქართველოს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების შესანარჩუნებლად უმაღლეს დონეზე ტიტანური შრომა გაწია. არცთუ მცირე წვლილი შეიტანა ერთაშორის მეგობრობის განმტკიცებაში, ასევე, „ქართველთა კვაშირმა რუსეთში“. ყველა ჩვენს ინიციატივას გაგებით მოეკიდნენ ამიერკავკასიაში. და ახლა, ასეთ პოზიტიურ ტალღაზე ყველაზე პირქუში ძალების პოზიციისთვის სოლიდარობის გაწევა სერიოზული პოლიტიკოსისათვის უღირსი და უპასუხისმგებლო საქციელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ უმეცრებაა და არა ავი განზრახვა“.

სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი

მიხეილ ხუბუტია

www.georgians.ru