საზოგადოება
სააკაშვილი არცერთ ქვეყანას ან ექსპერტს არ აინტერესებს, რაც ლიეჟში ცარიელმა დარბაზმა დაადასტურა - გია ვოლსკი

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ლიეჟში დარბაზის სიცარიელე და სხვა მოსაზრების მქონე ხალხისადმი დამოკიდებულება მეტყველებს, რომ მთავარი არ არის ის, რასაც სააკაშვილი ასახელებს, რომ საქართველოში დაბრუნდეს იმ ხალხთან ერთად, ვისაც აქვს რესურსი, ააშენოს ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანაა, შექმნას რაც შეიძლება მეტი დაპირისპირების ფრონტი, დაძაბულობა, დესტაბილიზაცია და სტრესული სიტუაციის განცდა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში დარბაზის სიცარიელე და სხვა მოსაზრების მქონე ხალხისადმი დამოკიდებულება მეტყველებს, რომ მთავარი არ არის ის, რასაც სააკაშვილი ასახელებს, რომ საქართველოში დაბრუნდეს იმ ხალხთან ერთად, ვისაც აქვს რესურსი, ააშენოს ქვეყანა ან უკეთესი წინადადება შემოგვთავაზოს. აქ მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი დაპირისპირების ფრონტი შექმნას, მათ შორის იმ ქართველებს შორის, რომლებიც პოლიტიკური სიმპათიების განსხვავების მიუხედავად, საზღვარგარეთ მძიმე შრომას ერთად ეწევიან. დაძაბულობა, დესტაბილიზაცია და განცდა სტრესული სიტუაციისეს არის სააკაშვილის ამოცანა, სხვა რესურსი არც საზღვარგარეთ და არც საქართველოში არ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, ვერც ერთი მაღალი დონის ექსპერტი ვერ იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პერსპექტივა აქვს ან მხარს უჭერს რომელიმე ქვეყანა.

ახლახანს ვიყავი აშშ-ში შეხვედრებზე და ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს შევხვდი, დავდივარ ევროპაში და სააკაშვილი არ გახსენებიათ არც ერთ შეხვედრაზე. ეს არის პრობლემა და ამ პრობლემას სააკაშვილი პასუხობს თავისი სტრატეგიული .. გეგმით. ვერც ერთი მაღალი დონის ექსპერტი ვერ იტყვის, რომ სააკაშვილს რამენაირი პერსპექტივა აქვს ან მხარს უჭერს რომელიმე ქვეყანა. საზოგადოებაში რა დამოკიდებულებაც არის, გამოჩნდა დარბაზში. რაც დარბაზის გარშემო ხდებოდა, ეს ცუდია, რადგან ყოველთვის ჩვენი ემიგრაცია პოლიტიკური დაპირისპირების ფორმატის მიუხედავად ცხოვრობდა მხარდამხარ, ერთმანეთის პრობლემების გაზიარებით. სააკაშვილი აქ გამოჩნდა თავისი დესტრუქციული ქცევით და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რას წარმოადგენს პიროვნულად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით.

გრიგოლ ვაშაძე თუ საერთოდ არაფერს იტყვის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, მისთვის იქნება უკეთესი. იქნებ რაიმე ცოტა ავტორიტეტი შერჩეს, რაც პატარა ჯგუფში გააჩნია. თუნდაც მისი კომენტარიდან გამომდინარეობს მთელი არსინაციონალური მოძრაობის“, დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. სააკაშვილზე საერთოდ აღარაფერს ვლაპარაკობ, ვაშაძე არის რაღაც დამატებასავით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილინაციონალური მოძრაობისმხარდამჭერებს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასულინაციონალური მოძრაობისლიდერები და აქტივისტები. შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც შეხვედრაზე არ შეუშვეს.

ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ლიეჟში შეხვედრამდე განაცხადა: ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრი“.

ამასთან, დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაცნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.