საზოგადოება
ბელგიის პოლიციამ დაზარალებულის სტატუსით დაჰკითხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა თვალებში წიწაკის სპრეი შეასხურეს

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ბელგიის ქალაქ ლიეჟში წიწაკის სპრეის გამოყენების ფაქტით ადგილობრივი პოლიცია დაინტერესდა.

ბელგიის პოლიციაში დაზარალებულის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილიც, რომელიც აღნიშნული ფაქტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

ლიეჟში, კონგრესების სასახლეში 10 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილინაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.