პოლიტიკა
საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
„ჩემი პირველი გაჩერება საქართველოში ვიზიტისას – ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, რათა პირადად მენახა არსებული ვითარება“, – წერს მიროსლავ ლაიჩაკი „ტვიტერზე“.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს თავმჯდომარე მიროსლავ ლაიჩაკი შეხვედრებს მართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან.