უცხოეთი
გრიგორი კარასინი - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მოქალაქეების დამკვირვებლებად არ დაშვება ეუთო-ში ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაა

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მოქალაქეების დამკვირვებლებად არ დაშვება ეუთო-ს ფარგლებში უკრაინის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„უკრაინელმა მესაზღვრეებმა პეტრო პოროშენკოსგან ბრძანება მიიღეს, საზღვარზე არ გაუშვან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ეუთო-ს მიერ იყვნენ სპეციალურად შერჩეულნი. თავის მხრივ უკრაინის პარლამენტმა სასწრაფოდ შეიტანა ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში, რაც რუსეთის მოქალაქეებს უკრძალავს დაკვირვებას უკრაინაში ელექტორალურ პროცესებზე“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ხუთშაბათს უკრაინის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში გამართულ არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობას უკრძალავს. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 მარტს გაიმართება.

interpressnews.ge