აქტუალური
საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი პირველ არხთან საუბარში ადასტურებს, რომ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელთა შორისაა.
„გაზში კომპანიის ინტერესები არის, მაგრამ პროცედურა მართვის არ არის დაწყებული“, – აღნიშნა ბეჟუაშვილმა.
პირველი არხი დაინტერესდა, იქნება თუ არა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გაზგამანაწილებელი კომპანიის მართვაში ერთობლივად ჩართული ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას „სიბიეს ჯგუფთან“ ერთად. “ეს პროცესი ყალიბდება”, – დასძინა ბეჟუაშვილმა.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი” შარშან კომპანია „ვოლთბეიმ“ (Waltbay) შეიძინა, რომლის მფლობელად „სიბიეს ჯგუფი“ დასახელდა.