საზოგადოება
საქართველოს ეკლესიის ერთადერთი ეპისკოპოსი, რომელიც რუსებს წირვაზე არ აყენებს - რისთვის უხდის მადლობას საქინფორმი ბლატნოი მიტროპოლიტ იაკობს?

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო ტახტზე პრეტენზიის მქონე ბოდბის მიტროპოლიტმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილი) - არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირების ყოფილმა ბოევიკმა - სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან კომენტარში დაიტრაბახა, რომ ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთი ეპისკოპოსია, რომელიც წირვაზე „არ აღენებს“ რუსი ეროვნების მორწმუნეებს - მღვდელმსახურებსა და მრევლს.

ამავე ტელეინტერვიუში ქურდული მენტალიტეტის პოლიტ-მიტროპოლიტი, რუსოფობი იაკობი ბინძურად შეურაცხყოფს მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს (ალფეევი) იმის გამო, რომ რუსეთის ტელეარხ „Россия 24“-თან ინტერვიუში მეუფე ილარიონმა განაცხადა: „ვერ წარმოვიდგენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეგრეთ წოდებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს... საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით რეალური საეკლესიო სინამდვილე. თუმცა, მართალია, იქ არის რამდენიმე ახალგაზრდა მღვდელმთავარი - ძირითადად ისინი, ვინც აშკარა თუ ფარულ ოპოზიციაშია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან - რომლებიც ამ ავტოკეფალიის აღიარებისკენ მოუწოდებენ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება“ (ვიდეო იხ. აქ).

ჩვენმა მასმედიამ როცა დაწერა ის სიტყვები, მე მეგონა, ან ჟირინოვსკიმ თქვა, ან ჟირინოვსკის პარტიამ თქვა მაგისამ რა, სამარცხვინოა, თან საგარეო ის რომ აბარია. მაგენი ვერ შეეშვნენ იმას რა, როგორც იყვნენ ძველად ობერპროკურორების იმის ქვეშ, მერე КГБ- ქვეშ იყვნენ, ახლა ФСБ- და ГРУ- და იმის ქვეშ არიან. თბილისში თუ ჩამობრძანდა, მაგას ქართულად ცოტა მძიმედ დაველაპარაკები რა, ვიღაცა ალფეევი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს! ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ საქართველოს ეკლესიაში, რომელიც რუსებს წირვაზე არ აყენებს. მაგი კარგად იცოდეთ. შოვინიზმი და ყველაფერი იყო მაგასთან. არავითარი ქრისტიანული მაგასთან არ იყო, როცა ლაპარაკობდა მაგას. ამიტომ მე შეურაცხყოფილი არ დავრჩები, იმიტომ რომ უტვინო განცხადება გააკეთა, როგორც ყოველთვის!

სანამ პატრიარქის სტიქაროსანი გახდებოდა აფხაზეთში, ქართული ასწავლა, მეუფე ანანიასთან გუშინ ვსაუბრობდი მაგ თემაზე რა, მორჩილი იყოო რა, ისეთი იყოო, მერე მე ვასწავლეო ქართულიო. მნიშვნელობა არ აქვს, სტიქაროსანი, მღვდელი შეიძლება მოღალატე გახდეს! როდესაც ნაციონალისტ რუსებთან, ნაციონალისტს და შოვინისტს ეხება საქმე, იქ ღვთის მადლი აღარ მოქმედებს რა. იქ მოქმედებს სხვადასხვა იმითი რა. ეშმაკისგან მოქმედებენ თუ ვისგან მოქმედებენ, ღმერთისგან არ არიან!“, - განაცხადა ბლატნოი მიტროპოლიტმა, რომელიც აშშ-ში - სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, პენტაგონსა თუ ЦРУ-ში ხშირი ვიზიტების შემდეგ საბოლოოდ გათავხედდა (ვიდეო იხ. აქ).

მკითხველებს შევახსენებთ, რომ მეუფე იაკობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების თაობაზე აბსოლუტურად საპირისპირო პოზიცია ჰქონდა: ჩვენ რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ და საკუთარ ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ გვაქვს აფხაზეთი და პირდაპირ გეუბნებით, ვთქვათ, ვცანით და რუსეთმა მიიერთა აფხაზეთი, დააწერინა, ჯარებიც ჰყავს, დააწერინა და მიიერთა, მერე ჩვენთან ვინც არიან, რას იტყვიან, ვინც ემხრობა იმას, მაინც წაგვართმევდაო?! კარგიაო? მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ. მე, პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოზე ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ!“, - მიტროპოლიტი იაკობი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის ამბიციას არ მალავს, ამას სულ ცოტა ხნის წინ აცხადებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვაშინგტონიდან წაუთაქეს...

საქინფორმი შემთხვევით სარგებლობს და მადლობას უხდის მეუფე იაკობს, რადგან მხოლოდ მისი წყალობით საქართველომ ორი სასიხარულო ამბავი შეიტყო:

1 - როგორც აღმოჩნდა, მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი ქართული მიწის შვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღზრდილია!

2 - როგორც აღმოჩნდა, მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ქართული ენა ისწავლა და იცის, რისთვისაც ჩვენი პატივისცემა მას!

რაც შეეხება მეუფე იაკობს, აქ საქინფორმს ორი წინადადება აქვს:

1 - საქართველოს გენპროკურატურამ მისი ბიოგრაფიის დიდი ხნის წინ ტირაჟირებული ფაქტები უნდა შეისწავლოს და საზოგადოებისთვის განცხადება გააკეთოს - მონაწილეობდა თუ არა ის გასული საუკუნის ულმობელ 90-იან წლებში მკვლელობებსა და სხვა დანაშაულებში.

2 – საქინფორმი მეუფე იაკობს რუსული ენის შესწავლაში დახმარებას სთავაზობს, რათა მომავალში მსგავსი კონფუზი აღარ დაემართოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის მაღალი წოდება არ შეარცხვინოს.

საქინფორმის რედაქცია