საზოგადოება
ვეტერანები რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობისას 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარები აღნიშნული შეღავათით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზემოაღნიშნული ინიციატივის განხორციელებისათვის.