პოლიტიკა
საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. იმერეთის გუბერნიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ქუთაისის ვიცე-მერის გადადგომის შემდეგ თანამდებობა იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ (გია) დალაქიშვილმაც დატოვა.
ეს ინფორმაცია გუბერნიის ადმინისტრაციაში პირველ არხს დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ დალაქიშვილი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.
ჯერ ცნობილი არ არის, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობებს.
ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ქუთაისის მერიაში დაუდასტურეს.
ჯერ ცნობილი არ არის, ვინ შეცვლის გიორგი იობაშვილს.
იობაშვილი ქუთაისის მერის მოადგილედ გიორგი ჭიღვარიას მერად არჩევის შემდეგ დაინიშნა.