აქტუალური
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად კახა ბუხრაძე დაინიშნა

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე კახა ბუხრაძე დაინიშნა, რომელიც ამავდროულად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეც იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა არხმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

მანამდე კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისა და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა აქამდე ვასილ პეტრიაშვილს ეკავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად დაინიშნა.