აქტუალური
სალომე ზურაბიშვილის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფონდი 30 იანვარს დაფუძნდა.

ფონდის თავმჯდომარე გახლავთ ნათელა მაჭავარიანი. ფონდის საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ასევე ინოვაციური პროექტების მოსაძიებლად და დასაფინანსებლად“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, ფონდი ემიგრანტების საკითხებზეც იმუშავებს.

ეს გახლავთ საქველმოქმედო ფონდი და ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ მიმართულების განვითარება-გაძლიერებით, შესაძლებლობა ექნება, ამ ფონდში შემოწირულობის სახით შემოიტანოს თანხები“, – აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, ფონდის საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე, ხოლო ნებისმიერი ინფორმაცია განკარგული თანხის შესახებ - ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ფონდის მუშაობას და თანხების განკარგვას მუდმივად გააკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, ფონდში უკვე ჩარიცხულია საქართველოს პრეზიდენტის შრომითი გასამრჯელო 17 დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით, ერთი თვისა და 10 დღის ხელფასი, რომელიც 8 280 ლარს შეადგენს.