უცხოეთი
სერგეი ლავროვი - ხერხემალში გადავტეხეთ „ისლამური სახელმწიფო“, თუმცა დარჩენილია დაქსაქსული რაზმები

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, საჭიროა ხელი შევუშალოთ დაქსაქსული რაზმების გაერთიანებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ყველა, ვინც სპეციალურად დაკავებულია ამ პრობლემით, აღიარებს, რომ სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი ოფიცრები ძირითადად განსაზღვრავენ „ისლამური სახელმწიფოს“ ოპერაციების წარმატებას, როდესაც „ისლამური სახელმწიფო“ შედეგებს აღწევს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, „ეს არ ნიშნავს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა დასრულებულია“.

„როგორც იტყვიან, ხერხემალში გადავტეხეთ „ისლამური სახელმწიფო“, თუმცა დარჩენილია დაქსაქსული რაზმები და მათ გაერთიანების საშუალება არ უნდა მივცეთ“, - დასძინა მან.

interpressnews.ge